კიაზო რაქვიაშვილი

კიაზო რაქვიაშვილი (დ. 22 მარტი, 1936, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.

კიაზო რაქვიაშვილი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1936 (1936-03-22) (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.

1959-1964 წლებში მუშაობდა თბილისის გაზიფიკაციის სამმართველოში ინჟინრად; 1964-1982 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ბიოლოგიის განყოფილების სწავლულ მდივნად; 1982 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1960 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების კვლევაში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავს კარსტის განვითარების გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლგიური პირობების შესწავლის პრობლემებს, მღვიმეების და კარსტული წყლების დაცვის და სამეურნეო ათვისების საკითხებს. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყნების გამოცემებშია დაბეჭდილი. სპელეოლოგი.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპელეოლოგიური კომისია (შემდგომში საბჭო), სწავლული მდივანი (1964-)
  • საქართველოს სპელეოლოგთა ეროვნული საზოგადოება, სწავლული მდივანი (1989-)
  • სპელეოლოგთა საერთაშორისო კავშირი, დარგობრივი კომისიის ბიუროს წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 223

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება