კვისინეთის წმინდა გიორგის ეკლესია

კვისინეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში. ზღვის დონიდან 1222 მეტრზე.

მისი ნაშთი მდებარეობს უღრან ტყეში, მაღალი მთის ფერდზე. ეკლესიის მიგნება საკმაოდ რთულია, რადგან იგი მთლიანად დანგრეულია. გეგმაც კი არ იკითხება. მცირე ფრაგმენტის სახით შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიისაგან თითქმის არაფერი არის დარჩენილი, იგი მოსახლეობის მეხსიერებაში ჯერ ისევ არსებობს. ნაეკლესიარი შესანარჩუნებელია როგორც წმინდა ადგილი და ასევე ისტორიული მეხსიერება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24973