კვირიასხევის პირველი ნასოფლარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიასხევის ნასოფლარი.

კვირიასხევის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიასხევის განაპირას, ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე შემორჩენილია რამდენიმე სხვადასხვა ზომის ნასახლარი ბუდე (8 x 4 მეტრი, 7 x 5 მეტრი). იქვე, ახლოს, ზედაპირულად მრავლად აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების რუხად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება