კვერნაულის მეორე ეკლესია

კვერნაულის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მოლამურისხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა, და აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილი. ბრტყლად გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი. მის მარჯვნივ სამხრეთ კედელში, ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე შეისრული კამარის მცირე ნაწილია შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება