კეხიჯვრის ეკლესია

კეხიჯვრის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში. მდებარეობს სოფლის განაპირას, მაღალი ქედის ფერდზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით.

კეხიჯვრის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (9,04 X 8,11 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით - ღია-მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოთისა და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთით და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთს კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი სათაურით.

ლიტერატურა

რედაქტირება