კეფალოსი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
კეფალოსი (ძვ. ბერძნ. Κεφαλος)- ჰერას ვაჟი, პროკრიდეს მეუღლე. იგი იყო მთელ საბერძნეთში სილამაზით განთქმული ყმაწვილი და უბადლო მონადირე.[1]
ლეგენდა
რედაქტირებაერთხელ, განთიადისას, კეფალოსი წასასვლელად ემზადებოდა. იგი შეამჩნია ეოსმა- განთიადის ქალღმერთმა; ამ უკანასკნელმა გაიტაცა კეფალოსი და თავისთან წაიყვანა. კეფალოსი ძლიერ დაღონებული იყო, რადგან მას მხოლოდ პროკრიდე უყვარდა, ამიტომ ის დიდხანს ევედრებოდა ეოსს უკან გაშვებას, მაგრამ ქალღმერთს ენანებოდა მშვენიერი ყმაწვილის გაშვება. ბოლოს ეოსმა თქვა: კარგი, გაგიშვებ, მაგრამ ადრე თუ გვიან, შენ დარწმუნდები პროკრიდეს ორგულობაში და ინანებ მისთვის ასეთ თავდადებასო. გაშვების წინ მან კეფალოსი დაითანხმა ცოლის ერთგულების გამოცდაზე. ეოსმა მას სახე შეუცვალა და გაუშვა ათენში.[2]
იგი, ვითომ უცხო, მივიდა პროკრიდესთან და სიყვარული აუხსნა. თავიდან პროკრიდე დიდხანს არ იკარებდა უცხო მამაკაცს, თუმცა ბოლოს მისი ხასიათი მოტყდა და უცნობს გაუღიმა. მაშინ კეფალოსმა კვლავ საკუთარი სახე მიიღო და შესძახა: "შე უპირო, მე ხომ შენი ქმარი ვარ!" გაოგნებულმა ქალმა ხმა ვერ ამოიღო, თავი დახარა და ქმრის სახლიდან წავიდა. კეფალოსმა დიდხანს ვერ გაძლო პროკრიდეს გარეშე, წავიდა, მონახა და კვლავ დაიბრუნა საყვარელი ცოლი. მათ კიდევ დიდხანს იცხოვრეს ბედნიერად. კეფალოსი დილაადრიან მიდიოდა სანადიროდ და საღამოობით ბრუნდებოდა პროკრიდესთან. ერთხელ, ნადირობისას, ის ჩვეულებრივ მღეროდა :"ო, გრილო სიო, მოდი ჩემთან, მომეალერსე, შემოეხვიე ჩემს ღია გულ-მკერდს!" ერთ გამვლელს ეს სიმღერა შემოესმა და პროკრიდეს ამბავი მიუტანა- შენი ქმარი ნადირობისას ვიღაც ფერიას ეძახდა და მისვლას ევედრებოდაო. მეორე დღეს, დაეჭვებული პროკრიდე მალულად გაჰყვა ქმარს ტყეში და ბუჩქებს ამოეფარა. როცა კეფალოსმა იგივე სიმღერა გაიმეორა, პროკრიდე თითქოს დარწმუნდა ქმრის ორგულობაში, გული აუძგერდა და შეირხა. კეფალოსს ეგონა, რომ ბუჩქებს უკან ნადირი იყო, ჰკრა ხმალი და მოკლა. როდესაც მან ქალის კვნესა გაიგონა, კეფალოსი მივარდა, თუმცა უკვე გვიანი იყო- პროკრიდე კვდებოდა. ეს უკანასკნელი ევედრებოდა, რომ ის სიო მაინც არ შეერთო ცოლად, რომელსაც ის ეძახდა. კეფალოსმა გაიგო ცოლის მოსვლის მიზეზი და დაუწყო ფიცით მტკიცება, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, თუმცა პროკრიდეს აღარაფერი ესმოდა. [3]
გადმოცემის თანახმად, კეფალოსი, როგორც ცოლის უნებლიე მკვლელი, არეოპაგის ბრძანებით გადაასახლეს ათენიდან და ის დასახლდა თებეში. ეს უკანასკნელი დიდხანს იგლოვდა დაკარგულ ცოლს. თებეში იგი დაეხმარა ამფიტრიონს ჯადოსნური მელას დაჭერაში- მან მელას მიუსია არტემიდეს მიერ ნაჩუქარი ძაღლი. ლეგენდის მიხედვით, სირბილის დროს ძაღლიც და მელაც ქვად იქცნენ. ნადირობის შემდეგ კეფალოსმა მიიღო მონაწილეობა ომში და ერთ-ერთი კუნძულის მეპატრონე, რომელზეც იგი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. კუნძულს შემდგომში მისი სახელი ეწოდა.[3]
- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 159.
- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 159-160.
- ↑ 3.0 3.1 ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 160.