ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კეტრინ ზენა ბერდერი (დაბადების სახელი – ბეილი;[1] დაბადებული 1949 წლის 14 იანვარს) — ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი, რომელიც ასრულებდა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის როლს ევროპარლამენტში 2014 წლის 2 ივლისსა და 2019 წლის 12 ნოემბერს შორის.[2] იგი წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისს ევროპარლმენტში 2009 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 31 იანვრამდე.

კეტრინ ბერდერი

კეტრინ ბერდერი 2014 წელს
დაბადების თარიღი

კეტრინ ზენა ბეილი,

14 იანვარი, 1949 (1949-01-14) (75 წლის)
პარტია ლიბერალ-დემოკრატული პარტია
მეუღლე(ები) საიმონ ბერდერი
შვილ(ებ)ი 3
ვიდეო-შესავალი

კეტრინ ბერდერი აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად 2009 წელს, ხოლო ხელახლა - 2014 წელს; და 2019 წელსაც, როცა ხმების 25.75%-ით მეორე ადგილზე გავიდა ბრექსიტელი ნაიჯელ ფარაჯის შემდეგ.[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კეტრინ ბერდერი დაიბადა ჰერტფორშაირში, ხოლო განათლება მიიღო ჰაუთორნის დამოუკიდებელ სკოლაში (ფრინტონი-ზღვაზე) და წმ. ქრისტოფერის სკოლაში (ლეჩვორთი).[4] იგი დაქორწინდა პროფესორ საიმონ ბერდერზე, რომელიც არის ზოოლოგი ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში. წყვილს ჰყავს სამი ვაჟი - თიმი, იანი და პიტერი.[5] პარლამენტის წევრობამდე, იგი მუშაობდა განვითარების ოფიცრად რამდენიმე ძირითად ეროვნულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

კეტრინ ბერდერი მრავალი წელი იყო აქტიური ლიბერალ-დემოკრატი. კერძოდ, იკავებდა ლიბერალ-დემოკრატთა კანცლერის პოზიციას ჩერვილსა და ოქსფორდშაირის ოლქის საბჭოში. ასევე, წარმოადგენდა ევროპულ და საპარლამენტო კანდიდატებს ბენბიურიში 1997 წელს, ხოლო ჰენლიში - 2001 წელს. ასევე, იგი ლიბერალ-დემოკრატთა ევროპული ჯგუფის პრეზიდენტიც იყო.

კეტრინ ბერდერი მეორე ლიბერალ-დემოკრატი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონიდან ევროპარლამენტში.[6] 2009 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებისთვის ბერდერმა ჩაანაცვლა ემა ნიკოლსონი, თუმცა, მისი ადგილი შერონ ბოულზმა დაიკავა. 2009 წლის 4 ივნისს, ბერდერი აირჩიეს ევროპარლამენტში[7] და თავისი ადგილი დაიკავა 14 ივლისს. 2014 წელს იგი ხელახლა აირჩიეს, როგორც ერთადერთი ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარი.[8]

კეტრინ ბერდერი იყო ევროპარლამენტის გარემოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის კომიტეტისა და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტების წევრი, სადაც იგი ასრულებდა საკუთარი საპარლამენტო ჯგუფის კოორდინატორის მოვალეობას.[9] იგი აქცენტს აკეთებდა გარემოსდაცვით საკითხებზე, განსაკუთრებით, ველური ბუნების შენარჩუნებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე. ბერდერმა დააარსა პარტია "პარლამენტარები ველური ბუნებისთვის", რომელიც ევროკავშირის სამოქმედო გეგმას მოუწოდებდა ველური ბუნების განადგურების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.[10] იგი დაინიშნა პარლამენტის ერთ-ერთ იმ ლიდერად, რომელიც მუშაობდა დაბინძურებული ემისიების შემცირების ეროვნულ მიზანზე. შესაბამისად, ევროკავშირის სუფთა ჰაერის პაკეტი გარკვეულწილად შემუშავდა, რომელიც, ევროკომისიის თანახმად, 2030 წლისთვის ევროკავშირში დაახლოებით 38 000 ადამიანს იხსნიდა ნაადრევი სიკვდილისგან.[11]

კეტრინ ბერდერი დიდი ხანია ადამიანთა ტრეფიკინგის საკითხის კამპანიას აწარმოებს და იგი დაინიშნა ევროპარლამენტის ანგარიშის დასაწერად, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევდა ევროკავშირის ადამიანთა ტრეფიკინგის განკარგულების (2011/36/EU) განხორციელებას.[12]

2014 წლის ევროპული არჩევნების შედეგად, ბერდერი აირჩიეს ევროპარლამენტის ადმინისტრატორად, სადაც იგი მუშაობდა 2019 წლამდე. ამავდროულად, ამ კომპეტენციის ფარგლებში, იგი გაწევრიანებული იყო გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებში მაღალი დონის ჯგუფში და თავმჯდომარეობდა სახელოვნებო კომიტეტს. იგი ადმინისტრატორის როლმა მარტინ შულცის პრეზიდენტობის დროს ლიდერად აქცია.[13] საკომიტეტო მოვალეობის გარდა, ბერდერი ევროპარლამენტის ჯგუფთაშორისი წევრიც გახლდათ.

2015 წელს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა ბერდერის მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც მყისიერად მოითხოვდა იმ წევრი სახელმწიფოების გამოკითხვას, რომლებიც მონაწილეობდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საიდუმლო ფრენებში, რაც დაკავშირებული იყო აშშ-ის ტერიტორიის მიღმა ჩატარებულ "გაფართოებულ დაკითხვებთან". კერძოდ, ეს ეხებოდა ჯონ ჩილკოტის ჩათვლით, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების გამოკითხვას.[14]

კეტრინ ბერდერი აირჩიეს ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის ლიდერად 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში.[15]

  1. Bearder, Catherine Zena.
  2. Lib Dems elect new leader for European parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21. ციტირების თარიღი: 2024-02-29.
  3. European elections 2019: Brexit Party tops South East poll.
  4. BBC NEWS | VOTE 2001 | CANDIDATES.
  5. Catherine Bearder MEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 2 March 2017
  6. Liberal Democrats select European Parliament Candidates for England
  7. „European Election 2009: South East“. BBC News Online. 8 June 2009. ციტირების თარიღი: 8 June 2009.
  8. Watt, Nicholas; Wintour, Patrick; Mason, Rowena (26 May 2014). „Lib Dems call for Clegg's resignation in wake of dismal election results“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 August 2021.
  9. Home | Catherine BEARDER | MEPs | European Parliament.
  10. It's time for the EU to get serious about wildlife crime (5 March 2015).
  11. The clean air package: Improving Europe's air quality - Consilium.
  12. Procedure File: 2015/2118(INI) | Legislative Observatory | European Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-29. ციტირების თარიღი: 2024-02-29.
  13. Toby Vogel (3 July 2014), MEPs elect five quaestors European Voice.
  14. Dave Keating (11 February 2015), MEPs call on member states to admit CIA torture role European Voice.
  15. 28 May 2019 – today's press releases.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეტრინ_ბერდერი“-დან