კერსტი ელი
კირსტი ლუიზა ელი(ინგლ. Kirstie Louisa Alley; დ. 12 იანვარი, 1951 — გ. 5 დეკემბერი, 2022) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და პროდიუსერი. NBC-ს სიტკომში Cheers-ში მან რებეკა ჰოუვის როლი ითამაშა, და ამ როლისთვის მოიგო როგორც ემის ჯილდო, ასევე ოქროს გლობუსი. 1997 წლიდან 2000 წლამდე მონაწილეობას ღებულობდა სიტკომში, Veronica's Closet, ამ როლისთვის იგი დაჯილდოვდა ემის ჯილდოთი და ასევე ოქროს გლობუსით.
კერსტი ელი | |
---|---|
კერსტი ელი 1994 წელს | |
დაბადების სახელი | კერსტი ლუიზა ელი |
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1951 უიჩიტა, კანზასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 2022 (71 წლის) |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი, პრდიუსერი |
აქტიური | 1976-2022 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 2 |
საიტი | kirstiealley.com |
1980-იან წლებსა და 1990-იან წლებში მსახიობი გამოჩნდა მრავალ ფილმში, მათ შორის არის: საზაფხულო სკოლა (1987), სროლა მოკვლაზე (1988), შეხედე ვინ ლაპარაკობს (1989) და მედჰაუსი (1990), და-ძმის მეტოქეობა (1990), დაწყევლილი სოფელი (1995), იგი იღებს ორს (1995), ჰარის დეკონსტრუქცია (1997), უფრო მდიდარი ან ღარიბი (1997) და მომაკვდინებლად ლამაზი (1999). მეორე ემის ჯილდო 1994 წლის ტელეფილმ დევიდის დედა-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა.
1997 წელს, ემის ჯილდო მიიღო კრიმინალურ დრამაში უკანასკნელ დონი-ში ნათამაშები როლისთვის. 2005 წელს გადაიღეს კომედიურ ტელესერიალში, მსუქანი მსახიობი ქალი. მოგვიანებით მსახიობი გამოჩნდა ამერიკულ სატელევიზიო სერიალში,კერსტი ელის დიდი ცხოვრება(2010), იყო სატელევიზიო შოუს ცეკვავენ ვარსკვლავების-ის მე-12 სეზონის კონკურსანტი, რომელშიც მან მე-2 ადგილი დაიკავა. 2013 წელს სამსახიობო კარიერას უბრუნდება და თამაშობს ტიტულოვანი როლით, სერიალში კერსტი. ხოლო 2016 წელს შეუერთდა Fox-ის კომედიურ საშინელებათა ჟანრის სერიალის კივილის დედოფლების ქასთს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაამერიკელი მსახიობი კერსტი ელი დაიბადა 1951 წლის 12 იანვარს, უიჩიტოში, კანზასში, აშშ-ში. [1] არის რობერტ დილ ელის, ხის მასალების კომპანიის მფლობელის და ლილიან ელის ქალიშვილი.[2] მას ჰყავს ორი და-ძმა, კოლეტი და კრეგი. ელი სწავლობდა „უიჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთ საშუალო სკოლაში“, რომელიც მან დაამთავრა 1969 წელს. [3] სწავლა გააგრძელა „კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში“, თუმცა მეორე კურსის შემდეგ, მან სწავლა მიატოვა. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც ინტერიერის დიზაინერად დაიწყო მუშაობა. ელი 1979 წელს გამოჩნდა კონკურსში Match Game, სადაც მან მოიგო ორივე ტური, პირველ ტურში $500 მოიგო, ხოლო მეორე ტურში $5500. იგი 1980 წელს ასევე გამოჩნდა შოუში პაროლი პლუსი. 1981 წელს მთვრალი მძღოლის გამო, მისი ოჯახის წევრები ავარიაში მოხვდნენ, მას დედა გარდაეცვალა, ხოლო მამა მძიმედ დაშავდა.
კარიერა
რედაქტირება1982 წელს მისი ფილმის დებიუტი შედგა ფილმში,ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა, სადაც მან ვულკანის ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრის, ლეიტენანტ საავიკის როლი მოირგო, იგივე როლით მონაწილეობა მიიღო ფილმის შემდეგ ნაწილებშიც. შემდეგ წლებში მან ითამაშა არაერთ პატარა ფილმში, მათ შორისაა კიდევ ერთი შანსი, უსინათლო შეხვედრა და გაქცეული. 1985 წელს მან ითამაშა ვირჯილია ჰაზარის როლი ABC-ის მინისერიალში, ჩრდილოეთი და სამხრეთი.
1987 წელს ელიმ მარკ ჰარმონთან ერთად ითამაშა კომედიურ ფილმში საზაფხულო სკოლა. ფილმმა დიდი ფინანსური წარმატება მოიპოვა და 35 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. [4] იმავე წელს იგი შეუერთდა NBC სიტკომის Cheers- ის ქასთს, ჩაენაცვლა მსახიობს, შელი ლონგს და დარჩა შოუში მეთერთმეტე, ბოლო სეზონამდე. [5] 1989 წელს ელიმ მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ერთად ითამაშა ფილმში, შეხედე ვინ საუბრობს, ფილმმა მთელ მსოფლიოში 295 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. შემდეგ ისინი ერთად გადაიღეს ორ სხვა ფილმში, რომლებიც ეხებოდა იმავე თემას, ნახეთ ვინ ლაპარაკობს ძალიან და ნახეთ ვინ საუბრობს ახლა ! [6]
ელის ემის ორი ჯილდო აქვს მიღებული. მან ორი ნომინაციის შემდეგ, 1991 წელს ''Cheers''-ში ნათამაშები როლისთვის, მიენიჭა მესამე ემი ჯილდო. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, 1995 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაუხსნეს მისი სახელობის ვარსკვლავი. [7]
1997 წლიდან 2000 წლამდე ელი ასრულებდა ტიტულოვან პერსონაჟს, NBC-ის სიტკომში, ვერონიკას კარადა, გარდა ამისა, იყო ამავე შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1970 წლიდან 1977 წლამდე ელი დაქორწინებული იყო საშუალო სკოლის შეყვარებულზე, ბობ ელიზე. 1983 წლის 22 დეკემბერს ელი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობზე, პარკერ სტივენსონზე. წყვილმა იშვილა ერთი ვაჟი, უილიამი, ხოლოდ 1995 წელს მათ იშვილეს ქალიშვილი, ლილი. მათი ქორწინება დასრულდა 1997 წელს. 2016 წელს უილიამს ეყოლა ვაჟი, ხოლო კერსტი ბებია გახდა. [8]
გარდაცვალება
რედაქტირებაკერსტი ელი 2022 წლის 5 დეკემბერს კიბოთი ავადმყოფობის შედეგად, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- კერსტი ელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კერსტი ელი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- კერსტი ელი — AllMovie
- Kirstie Alley at Emmys.com
- „Kirstie Alley Recharged“. Good Housekeeping. May 2007. ციტირების თარიღი: June 3, 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kirstie Alley Biography: Television Star (1951–). Biography.com."Kirstie Alley Biography: Television Star (1951–)". Biography.com. Archived from the original on November 15, 2020. Retrieved November 24, 2020.
- ↑ Kirstie Alley's Got Game. Television Academy (December 3, 2013).
- ↑ „Transcript“. Paula Zahn Now. CNN. April 15, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2020.
- ↑ Summer School (1987) – Box Office Mojo.
- ↑ Interview with Kirstie Alley, The Howard Stern Show, December 4, 2013.
- ↑ Look Who's Talking (1989). Box Office Mojo (March 6, 1990).
- ↑ Kirstie Alley. Hollywood Chamber of Commerce. ციტირების თარიღი: November 1, 2017
- ↑ Rayne, Naja (June 21, 2016). „Kirstie Alley Is a Grandma! See the Adorable First Pic of Grandson Waylon Tripp“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2016. ციტირების თარიღი: June 25, 2016.
- ↑ „Kirstie Alley, ‘Cheers’ and ‘Look Who’s Talking’ Star, Dies at 71“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: December 6, 2022.