კეროლაინის ტესტი
კეროლაინის ტესტი — საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ფორმულირება, რომელიც ამბობს რომ უპირატესი თავდაცვის უფლების გამოყენება გამართლებულია თუ ის არის: „მყისიერი, დაუძლეველი და არ ტოვებს სხვა სახით საკითხის გადაწყვეტის საშუალებას“. ტესტი დადასტურდა XIX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ ნიურნბერგის ტრიბულანზე, სახელი კი მიიღო ცნობილი კეროლაინის საქმიდან.
ისტორიული მიმოხილვა
რედაქტირება1837 წელს კანადის იმ ნაწილის ახალმოსახლეებმა, რომელიც ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, მოაწყეს აჯანყება ბრიტანეთის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც იმჟამად ჩრდილოეთ ამერიკაშიც იყო დამკვიდრებული. ამერიკის შეერთებული შტატები აჯანყებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ ამერიკელი თანამოძმეები აჯანყებულ კანადელებს მეომრებითა და საკვებით ეხმარებოდნენ, რომელიც გადაჰქონდათ გემით სახელად კეროლაინი. ამის საპასუხოდ ანგლო-კანადური ძალები ღამით შეიჭრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, შეიპყრეს გემი კეროლაინი, დაწვეს ის და ნიაგარის ჩანჩქერისკენ გაუშვეს. ამ შეტაკებაში ამერიკელი მესაათე, ამოდ დარფი, შემთხვევით მოკლა კანადელმა შერიფმა, ალექსანდერ მაკლედომა.[1] ბრიტანელები ამტკიცებდნენ რომ მათი ქმედება (თავდასხმა) წარმოადგენდა თავდაცვის საშუალებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში სახელმწიფო მდივანმა დენიელ ვებსტერმა განაცხადა, რომ ის მხარე რომელიც ამტკიცებდა თავადაცვის უფლების გამოყენების ლეგიტიმურობას უნდა ეჩვენებინა, რომ:
„თავდაცვის გამოყენების აუცილებლობა იყო მყისიერი, დაუძლეველი და არ სხვანაირად საკითხის გადაჭრის საშუალება არ მოიძებნებოდა..., ბრიტანული ძალების შეჭრა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იყო გამართლებული და მათი ქმედება სულაც არ იყო უსაფუძვლო და გადაჭარბებული; პირიქით ეს ქმედება თავდაცვის უფლების აუცილებლობით იყო გამართლებული. ამ კონტექსტში აუცილებლობის კრიტერიუმი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი.[2]“
|
sine qua non
რედაქტირებატერმინები „წინასწარი თავდაცვა“, „უპირატესი თავდაცვა“ და „უპირატესობა“ გამოიყენება იმ დროს როდესაც სახელმწიფოები იყენებენ თავცდვის უფლებას მოსალოდნელი თავდასხმის დროს.[3] ამგვარი ქმედების გასამართლებლად კეროლაინის ტესტი აყენებს ორ მოთხოვნას:
- ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი, იმაზე დაკვირვებით, რომ მოსალოდნელი საფრთხე გარდაუვალია და მშვიდობიანი გზებით საკითხის გადაწყვეტის საშუალება არ არსებობს (აუციელებლობა);
- საპასუხო ქმედება უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული (პროპორციულობა).[4]
ვებსტერის თავადაპირველ ფორმულირებაში აუცილებლობის კრიტერიუმი განმარტებული იყო როგორც: „მყისიერი, დაუძლეველი, საკითხის სხვა ხერხით გადაწყვეტის შესაძლებლობის გარეშე..“. მოგვიანებით ამ უკანასკნელს მოიხსენიებდნენ როგორც მხოლოდ „მყისიერ და დაუძლეველ აუცილებლობად“.[5][6]
გავლენა
რედაქტირებათავდაცვის უფლების პრინციპი კეროლაინის ტესტამდე იყო აღიარებული, მაგრამ ამ ტესტმა ჩამოაყალიბა ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებლად უნდა არსებობს რათა უშუალო თავდასხმამდე თავდაცვის უფლების გამოყენება იყოს ლეგიტიმური.[7] ტესტი გაერთიანებულმა სამეფომაც აღიარა და საბოლოოდ გახდა ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი.
ძალის გამოყენების მუქარა ან ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმებითა და გაეროს წესდებით აკრძალულია. ლოტუსის საქმეში მართლმსაჯულების მუდმივმოქმედმა საერთაშორისო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა: „პირველი და მთავარი შეზღუდვა, რომელსაც საერთაშორისო სამართალი უწესებს სახელმწიფოებს არის ის რომ - არ დაუშვას ნებადამრთველი წესის საწინააღმდეგოდ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელდეს რაიმე უფლებამოსილება“.[8] კეროლაინის ტესტი აღიარებულ იქნა ნიურნბერგის ტრიგუნალის მიერ, რომელმაც იმავე სიტყვების გამოყენებით აღწერა ნორვეგიასა და დანიაში გერმანიის შეჭრა მეორე მსოფლიო ომის დროს.[9]
როდესაც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიერ აღიარებული ორი კრიტერიუმი, კერძოდ აუცილებლობა და პროპორციულობა სახეზეა, თავდაცვის უფლების გამოყენება დაშვებულია. გაეროს წესდების 51-ე მუხლი აღიარებს „თანდაყოლილი ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის ხელშეუვალ უფლებას, თუკი მოხდება შეიარაღებული თავდასხმა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე, იქამდე, სანამ უშიშროების საბჭო არ მიიღებს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად აუცილებელ ზომებს.“ კეროლაინის ტესტი ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლში არ ჯდება, რადგან ამ დროს მოქმედებს უპირატესი თავდაცვის უფლება, კერძოდ, კეროლაინის ტესტს ვიყენებთ მაშინ, როდესაც თავდაცვის უფლება გამოიყენება მანამდე სანამ უშუალოდ თავდასხმა მოხდება.
დღემდე თავდაცვის ქმედების ლეგიტიმურობის განსასაზღვრად გამოიყენებოდა კეროლაინის ტესტი.[10] 2008 წელს ტომას ნიკოლსმა დაწერა: „XIX საუკუნის დასაწყისში უმნიშვნელო გემის განადგურებამ, რომელსაც ერთ-ერთმა მკვლევარმა უწოდა „კომიკური საოპერო მოქმედება“, გამოიწვია ისეთი პრინციპის ჩამოყალიბება, რომელიც უხელმძღვანელებდა, თეორიულად მაინც, ძალის გამოყენებას თითქმის 250 წლის მანძილზე.“
კარიბის კრიზისი, ექვსდღიანი ომი და ერაყის ბირთვულ იარაღზე თავდასხმა მიიჩნევა ისეთ შემთხვევებად, როდესაც გამოყენებულ იქნა კეროლაინის ტესტი.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nichols, Thomas (2008). The Coming Age of Preventive War. University of Pennsylvania Press. p. 2. ISBN 978-0-8122-4066-5
- ↑ Webster, Daniel. 'Letter to Henry Stephen Fox', in K.E Shewmaker (ed.). The Papers of Daniel Webster: Diplomatic Papers, vol. 1. 1841-1843 (1983) 62. Dartmouth College Press. ISBN 978-0-87451-245-8
- ↑ Charles Pierson (2004). „Preemptive Self-Defense in an Age of Weapons of Mass Destruction: Operation Iraqi Freedom“. Denver Journal of International Law and Policy. University of Denver. 33 (1).
- ↑ The Legal War: A Justification for Military Action in Iraq, Gonzaga Journal of International Law, http://www.gonzagajil.org/content/view/110/26/. წაკითხვის თარიღი: 2021-02-26 დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine.
- ↑ May, Larry (2007). War Crimes and Just War. Cambridge University Press. p. 206. ISBN 978-0-521-69153-6
- ↑ Kirgis, Frederic L.. (June 2002) Pre-emptive Action to Forestall Terrorism. American Society of International Law. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 17 August 2010
- ↑ O'Brien, John (2002). International law. Cavendish Publishing Limited. p. 682. ISBN 978-1-85941-630-3 Extract
- ↑ Case of the S.S. "Lotus" (France v. Turkey), PCIJ Series A, No. 10, at p. 18 (1927) [1] დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Olaoluwa, Olusanya (2006). Identifying the Aggressor Under International Law: A Principles Approach. Peter Lang Pub Inc. p. 105. ISBN 978-3-03910-741-4
- ↑ Duffy, Helen (2005). The 'War on Terror' and the Framework of International Law. Cambridge University Press. p. 157. ISBN 978-0-521-54735-2
- ↑ Arend, Anthony Clark (Spring 2003). „International Law and the Preemptive Use of Military Force“ (PDF). The Washington Quarterly. 26 (2): 89–103. doi:10.1162/01636600360569711.