კერნ-ტერიერი (ინგლ. Cairn Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში შუა საუკუნეებში.

კერნ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 6-7 კგ.
სიმაღლე 25-30 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კერნის სამშობლოდ, როგორც ჩანს, შოტლანდიის სანაპიროებთან კუნძული სქაი უნდა ჩავთვალოთ, სადაც, ჯერ კიდევ შოტლანდიელი დედოფლის მარია სტიუარტის მეფობის დროს, ამ ძაღლებს კლდეებში დამალული მელიების მოსაძებნად იყენებდნენ. ცოტა ხნის წინ, სანამ იორკშირული ტერიერის და ვესტ-ჰაილენდ-ტერიერის პოპულარობა გაიზრდებოდა, კერნი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ტერიერი იყო.

XX საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ კერნის შესანიშნავი მუშა თვისებები და "ბუნებრივი" გარეგნული სახე: გაბურძგნული ბალანი და ძლიერი, მოუხეშავი აღნაგობა. კერნი თავს კარგად გრძნობს ქალაქშიც და სოფელშიც. ადვილად იტანს სიცხეს და სიცივეს. არც ისე ცუდი მოდარაჯეა და, სხვა ტერიერებთან შედარებით, ადვილად იწვრთნება, თუმცა ტერიერის ხასიათს ვერსად გაექცევი: ის ცდილობს თავის ნებას დაუმორჩილოს ოჯახის წევრები და ბავშვებთან ურთიერთობისას თვალყურისდევნა სჭირდება (თუნდაც დასაწყისში). და მაინც, მცირე ზომის, კარგი ჯანმრთელობის გამო, კერნი კარგ კომპანიონად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: