კერამიკული პანო

უძრავი ძეგლი საქართველოში

კერამიკული პანო — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ქუთაისში. პანო ფალიაშვილის ქუჩის № 15–ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ფასადს მოიცავს.

კედლის კერამიკული პანო თარიღდება 1985 წლით და მისი ავტორი მხატვარი ბერნანდ ნებიერიძეა. პანოს განფენილობა 127 მ². კერამიკულ პანოს ეწოდება „კოლხეთი“, რადგან მასზე გამოსახულია კოლხეთის მეფე აიეტი. მეფის თავზე მზის მარადიულობის აღსანიშნავად ასომთავრული „დონი“ არის გამოსახული. მეფე კი ოქროს საწმისით ამოტვიფრულია გაფოთლილი მუხის ფონზე. კერამიკულ პანოზე გამოსახულია XX საუკუნის ბოლო პერიოდის ქუთაისის მოქალაქეების პორტრეტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24957