კენჯირო შოდა (იაპონ. 正田 建次郎, დ. 25 თებერვალი, 1902 — გ. 20 მარტი, 1977) — იაპონელი მათემატიკოსი.

კენჯირო შოდა
იაპონ. 正田 建次郎
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1902(1902-02-25)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Tatebayashi
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1977(1977-03-20)[2] [3] (75 წლის)
გარდ. ადგილი Ashikaga[2]
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო[3] [4]
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ოსაკის უნივერსიტეტი[2] და Musashi University[5]
ალმა-მატერი Tokyo Imperial University[2] , ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი[6] და გეტინგენის უნივერსიტეტი[6]
მამა Teiichirō Shōda
შვილ(ებ)ი Akira Shōda
ნათესავ(ებ)ი Hirayama Shin[4] და მიტიკო[7]
ჯილდოები ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი[8] , კულტურის ორდენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, იაპონიის აკადემიის პრემია და წმინდა საგანძურის ორდენი

კენჯირო შოდა დაიბადა ქალაქ ტატებაიაშიში, გუნმას პრეფექტურაში. [9] სკოლაში ტოკიოში დადიოდა, ხოლო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნაგოიას მერვე ეროვნულ საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტოკიოში და ჩაირიცხა ტოკიოს უნივერსიტეტში, სადაც მისი დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ტეიჯი ტაკაგი. [10] დიპლომი 1925 წელს აიღო და კიდევ ერთი წელი ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლობდა.

1926 წელს შოდამ მიიღო სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა გერმანიაში ესწავლა. მან ერთი წელი გაატარა ბერლინში და ესწრებოდა ისაია შურის ლექციებს, შემდეგ გადავიდა გოტინგენში და იყო ემი ნოეთერის სტუდენტი. გეტინგენში სწავლამ დიდი გავლენა იქონია მისი, როგორც მათემატიკოსის განვითარებაზე . მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაწერა უამრავი ნაშრომი ალგებრების თეორიაზე, მათ შორის, გალუას თეორიაზე მარტივი ალგებრისთვის.

1929 წელს შოდა დაბრუნდა იაპონიაში და მალევე შეუდგა "აბსტრაქტული ალგებრის" სახელმძღვანელოს წერას იაპონურ ენაზე, რომელიც გამოიცა 1932 წელს და რამდენჯერმე დაიბეჭდა (მე-12 გამოცემა გამოიცა 1971 წელს). 1933 წელს შოდა დაინიშნა ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორად.

1946 წელს შოდა დაინიშნა იაპონიის მათემატიკური საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ. ამ პერიოდში გამოცემულ თავის მათემატიკურ ნაშრომებში ის ცდილობდა გაეერთიანებინა ალგებრული სისტემების მრავალი ცნობილი თეორია (იხ. უნივერსალური ალგებრა ). 1949 წელს მეცნიერს მიენიჭა იაპონიის აკადემიის პრიზი, ხოლო 1955 წელს დაინიშნა ოსაკის უნივერსიტეტის პრეზიდენტად. პრეზიდენტობის 6 წლის განმავლობაში მან თავისი წვლილი შეიტანა რამდენიმე ახალი ფაკულტეტის, კერძოდ, საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნაში, რომლის დეკანიც 1961 წელს გახდა. ოსაკის უნივერსიტეტიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი მუშაობდა იაპონიის საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაზე და მსახურობდა ამ სფეროში რამდენიმე კომიტეტში [11] 1969 წელს დაჯილდოვდა კულტურის ორდენით.

გარდაიცვალა გულის შეტევით 1977 წლის 20 მარტს.

კენჯირო შოდა ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე იყო ტამი ჰირაიამა, ასტრონომ შინ ჰირაიამას ქალიშვილი. პირველ ქორწინებაში მას ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, შოდა დაქორწინდა ინჟინერიის მეცნიერისა და კიუშუს უნივერსიტეტის პროფესორ ეისაბურო იტოს ქალიშვილზე სადაკო იტოზე. მეორე ქორწინებაში მას ერთი ვაჟი ეყოლა.

მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა კენჯირო შოდას მემკვიდრეობის ნაწილი შესწირა რამდენიმე აკადემიურ ინსტიტუტს, მათ შორის ოსაკის უნივერსიტეტს. ოსაკის უნივერსიტეტმა ფული გამოიყენა მეცნიერის ორ ყოფილ სამუშაო ადგილთან — მეცნიერებათა ფაკულტეტთან და საინჟინრო ფაკულტეტთან ახლოს, პატარა ბაღის გასაშენებლად. ბაღს მის საპატივსაცემოდ უწოდეს Shoda Garden. მშვიდი, ინტიმური სივრცე, მდებარეობს კამპუსის მთავარი ქუჩის კუთხეში, Toyonaka-ს მედია ცენტრის შენობის გვერდით, ბამბუკის უღრან ტყესთან. ტოიონაკაში ხალხი აწყობს წვეულებებს, მათ შორის, პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულებას ან ბარბექიუს, გართობისა და კომუნიკაციისთვის.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #11772534X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 http://www6.plala.or.jp/guti/cemetery/PERSON/S/shouda_k.html
  5. https://projecteuclid.org/journals/osaka-journal-of-mathematics/volume-15/issue-1/Kenjiro-Shoda-1902--1977/ojm/1200770897.full — გვ. iii.
  6. 6.0 6.1 https://projecteuclid.org/journals/osaka-journal-of-mathematics/volume-15/issue-1/Kenjiro-Shoda-1902--1977/ojm/1200770897.full — გვ. i.
  7. https://www.musashigakuen.jp/ayumi/kinenshitsu/tenzi/ryakuden/ryakuden14.html
  8. https://books.google.cat/books?id=wwGuDQAAQBAJ&pg=PA184 — გვ. 184.
  9. ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. კენჯირო შოდა (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
  10. კენჯირო შოდა — მათემატიკური გენეალოგია
  11. {{{სათაური}}}, Vol. 15