კენჭნარი — ფხვიერი, მსხვილი, დანალექი, კონტინენტური ან ზღვიური ქანი, შედგება ცალკეული, სუსტად ან კარგად დამუშავებული მომრგვალო, ან მრგვალი კენჭებისაგან, რომელთა ზომა მერყეობს 20-დან 200 მმ-ის ფარგლებში.[1] ზომების მიხედვით არჩევენ მსხვილს (60–200 მმ), საშუალოს (40–60 მმ), და წვრილს (20–40 მმ). კენჭნარის შუალედები შეიძლება იყოს ცარიელი ან შევსებული წვრილი (ქვიშიანი, ალევრიტული) მასალით. შეცემენტებული კენჭნარი წარმოადგენს კონგლომერატის ერთ-ერთ სახესხვაობას. პეტროგრაფიული შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ პოლიმიქტურ, ოლიგომიქტურ და მონომიქტურ კენჭნარს. გამოიყენება როგორც სამშენებლო მასალა, ძირითადად გზის მშენებლობაში.[2]

კენჭნარი
კენჭნარი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში
  1. Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978.
  2. Галечник | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-25. ციტირების თარიღი: 2021-02-15.