კენტერბერის წმინდა მარტინის ეკლესია
წმინდა მარტინის ეკლესია (ინგლ. St Martin's Church) — ეკლესია ინგლისის კენტის საგრაფოს ქალაქ კენტერბერიში. მდებარეობს ქალაქის კათედრალიდან რამდენიმე კილომეტრში.
კენტერბერის კათედრალი, წმინდა ავგუსტინის სააბატო და კენტერბერის წმინდა მარტინის ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°16′40″ ჩ. გ. 1°05′37″ ა. გ. / 51.27778° ჩ. გ. 1.09361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 496 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 496 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ ის კენტის მეფის, ეტელბერტის ცოლის - ბერტას პირადი სამლოცველო იყო. ბეტრა ფრანკი პრინცესა იყო, რომელიც ინგლისში თავის მღვდელთან, ლიუდჰარდთან ერთად მოვიდა. არსებობს ვერსია, რომ თავდაპირველად, ეკლესია წარმართული სალოცავს წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ, რომაულ ეპოქაში ქრისტიანულად გადააკეთეს.
1844 წელს, ეკლესიის ეზოში აღმოაჩინეს ოქროს მონეტების გროვა, რომელთაგან ერთ-ერთზე ლიუდჰარდია გამოსახული.[1]
1988 წელს, წმინდა მარტინის ეკლესია კენტერბერის კათედრალთან და წმინდა ავგუსტინის სააბატოსთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Canterbury Buildings დაარქივებული 2013-09-29 საიტზე Wayback Machine.
- Web site of St Martin's Church
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grierson, Philip (1979). „The Canterbury (St. Martin's) Hoard of Frankish and Anglo-Saxon Coin-Ornaments“. Dark Age Numismatics: Selected Studies. London: Variorum Reprints. pp. 38–51, Corregida 5. ISBN 0-86078-041-4.