კენიის კონსტიტუცია
კენიის ამჟამინდელი კონსტიტუცია მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ის მთლიანად ემყარებოდა ინგლისის სამართალს, თუმცა მას შემდეგ უკვე 30-ჯერ შეასწორეს.
კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს ფართო ძალაუფლებას და ადგენს მრავალპარტიულობის შესაძლებლობას, რითაც ანულირებულ იქნა 1991 წლამდე არსებული ერთპარტიული სისტემა.
ბოლო დროს აქტიურად განიხილება არსებული კონსტიტუციის შეცვლის საკითხი, მაგრამ 2005 წლის რეფერენდუმზე, მთავრობის მიერ მოწონებული ახალი კონსტიტუცია ჩავარდა.