კენეტ ნილ უოლცი (დ. 8 ივნისი, 1924 — გ.12 მაისი, 2013 [4] ) — ამერიკელი პოლიტოლოგი, რომელიც იყო ფაკულტეტის წევრი ორ უნივერსიტეტში: კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლიში და კოლუმბიის უნივერსიტეტი და ამასთანავე, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ყველაზე თვალსაჩინო მეცნიერს წარმოადგენს. ის იყო როგორც მეორე მსოფლიო ომის, ასევე კორეის ომის ვეტერანი.[5]

კენეტ უოლცი
ინგლ. Kenneth Neal Waltz
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1924(1924-06-08)
დაბადების ადგილი ან-არბორი
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 2013(2013-05-12)[1] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა  აშშ
განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტი და ობერლინის კოლეჯი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[2] და Heinz I. Eulau Award[3]

უოლცი იყო ნეორეალიზმის ან სტრუქტურული რეალიზმის ერთ–ერთი თავდაპირველი ფუძემდებელი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში , მოგვიანებით მისი სახელი დაუკავშირდა თავდაცვითი ნეორეალიზმის სკოლას. უოლცის თეორიები ფართოდ განიხილებოდა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. [6] 1981 წელს მან გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელშიც ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბირთვული იარაღის გავრცელებამ შეიძლება გაზარდოს საერთაშორისო მშვიდობის ალბათობა. ლესლი ჰ. გელბმა უოლცი მიიჩნია ერთ-ერთი „გიგანტად“, რომელმაც ხელი შეუწყო საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც აკადემიური დისციპლინის დარგის განსაზღვრას.[4]

ადრეული ცხოვრება, განათლება და სამხედრო სამსახური

რედაქტირება

უოლცი დაიბადა 1924 წლის 8 ივნისს მიჩიგანში, კერძოდ ენ არბორში.[4] ის იქ გაიზარდა და დადიოდა საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ობერლინის კოლეჯში, სადაც მან დაიწყო მათემატიკის შესწავლა, [7] თუმცა სწავლის პროცესის შეჩერება მოუხდა შეერთებული შტატების არმიაში მსახურების გამო, 1944–46 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს,[8] სადაც იგი დამსახურების საფუძველზე პირველი ლეიტენანტი გახდა. დაამთავრა ობერლინის კოლეჯი 1948 წელს ეკონომიკის განხირთ.

1949 წელს, იგი დაქორწინდა ჰელენ ელიზაბეტ ლინდსლისზე, [8] რომელიც ცნობილია როგორც „ჰადი“. მათ სამი შვილი შეეძინათ. კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ეკონომიკის უმაღლესი სამაგისტრო ხარისხის მოპოვებისას, იგი გადავიდა პოლიტიკურ მეცნიერებაში, რადგან მისთვის პოლიტიკური ფილოსოფია უფრო საინტერესო იყო. [7] მან მაგისტრის ხარისხი მიიღო ამავე დარგში 1950 წელს. ის 1950 წელს იყო ობერლინის ინსტრუქტორი. ირიცხებოდა აშშ-ს სარეზერვო არმიაში, საიდანაც მას მოუწოდეს კვლავ ემსახურა კორეის ომის დროს[4] 1951–52 წლებში როგორც პირველ ლეიტენანტს. დაბრუნდა კოლუმბიაში და მან მიიღო დოქტორის ხარისხი.

აკადემიური კარიერა

რედაქტირება

უოლცი გახდა ლექტორი, შემდეგ ასისტენტ პროფესორი, კოლუმბიაში 1953 - 1957 წლებში. [8] იგი გახდა კოლუმბიის ომისა და მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის ერთ – ერთი წევრი. 1952 წლიდან 1954 წლამდე მუშაობდა როგორც მკვლევარის ასისტენტი, ხოლო- ასოცირებული მკვლევარი 1954 წლიდან.

1971 წელს უოლცმა შეიცვალა სამუშაო სივრცე და შეუერთდა კალიფორნიის უნივერსიტეტს, ბერკლი, სადაც დაინიშნა პოლიტიკურ მეცნიერების პროფესორად [8] და იქვე გააგრძელა მოღვაწეობა ორი ათწლეულის განმავლობაში.

ამ პერიოდის განმავლობაში უოლცი ჩართული იყო სხვადასხვა კვლევებში. იგი ასოცირებული იყო ომისა და მშვიდობის კვლევების ინსტიტუტთან 1964 წლის განმავლობაში. წარმოადგენდა კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს პოლიტიკურ თეორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში 1959 წლიდან 1960 წლამდე ლონდონში. ის იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმეთა ცენტრის მკვლევარი 1963–1964, 1968–1969 და 1972 წლებში. მან მიიღო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი 1968 წლიდან 1971 წლამდე [8] საერთაშორისო პოლიტიკის თეორიის შემუშავების მიზნით. ის იყო გუგენჰაიმის თანამშრომელი 1976–1977 წლებში და 1977 წელს მსოფლიო პოლიტიკის შესწავლის ინსტიტუტის თანამშრომელი. იგი იყო ვუდრო ვილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი 1979–1980 წლებში. შემდეგ ის იყო მკვლევარი ომის დეპარტამენტში, ლონდონის კინგსის კოლეჯში . [5] უოლცი 1982 წელს ორი თვის განმავლობაში ასწავლიდა, პეკინის უნივერსიტეტში [8] შემდეგ კი ასწავლიდა ფუდანის უნივერსიტეტში .[5] იგი კითხულობდა ლექციებს აშშ-ს არაერთ ინსტიტუტში, მათ შორის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიაში, ომის ეროვნული კოლეჯში, არმიის კოლეჯში და საზღვაო ომის კოლეჯში. ანალოგიურად, იგი ლექციებს კითხულობდა მსოფლიოს მრავალ სხვა ინსტიტუტში, მათ შორის ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში და ბოლონიის უნივერსიტეტში .

უოლცი გადადგა თანამდებობიდან ბერკლიში და 1997 წელს დაბრუნდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. [5] იქ ის გახდა შტატგარეშე პროფესორი, ასევე უფროსი ომის მეცნიერ-მკვლევარი ომისა და მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში.

უოლცი მსახურობდა ამერიკის პოლიტიკური მეცნიერებების ასოციაციის მდივნად 1966–1967 წლებში [8] შემდეგ კი მის პრეზიდენტად 1987–1988 წლებში.[4]იგი იყო საერთაშორისო კვლევების ასოციაციის ნიუ ინგლენდის განყოფილების პრეზიდენტი 1966–1967 წლებში. იყო ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის თანამშრომელი. იგი მსახურობდა რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორთა საბჭოში.

ანალიზების დონეები

რედაქტირება

საერთაშორისო ურთიერთობებში უოლცის თავდაპირველი წვლილი იყო მისი წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა 1959 წელს: ადამიანი, სახელმწიფო და ომი, რომელიც ეფუძნება მის დისერტაციას,[4]ნაშრომში კლასიფიცირებულია ომის გამომწვევი მიზეზები სამ კატეგორიად, ან ანალიზის დონეებად. უოლცი აანალიზებს ამ დონეებს , როგორც „სურათებს“ და იყენებს ერთი ან მეტი კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფოსის ნაწერს, თითოეული ანალიზის დონის ძირითადი საკითხების ასახვის მიზნით. თითოეულ დონეს ეთმობა ორი თავი: პირველ თავში ძირითადად აღწერილია კლასიკური ფილოსოფოსის ნაწერები ომის გამომწვევი მიზეზების სესახებ. მეორე თავში, ჩვეულებრივ, უოლცი აანალიზებს ამ სურათის სიძლიერეებს და სისუსტეებს. უოლცის მეუღლეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ კვლევაში, რომელიც წიგნის ადამიანის, სახელმწიფოსა და ომის საფუძველი გახდა . [9]

პირველ სურათში ამტკიცებს, რომ ომები ხშირად გამოწვეულია კონკრეტული სახელმწიფოების მეთაურების და პოლიტიკური ლიდერების ბუნებით, როგორიცაა სახელმწიფო ლიდერები, მაგალითად, ნაპოლეონი ან უფრო ზოგადად, ომი გამოწვეულია ადამიანის ბუნებით. ეს ძირითადად შეესაბამება კლასიკურ რეალიზმს, რომელიც დომინირებდა საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინაში ადამიანის, სახელმწიფოსა და ომის შექმნის დროს, მაგრამ უოლცი მას სრულად დაუპირისპირდა თავის მომავალ წიგნში, საერთაშორისო პოლიტიკის თეორია. ომის თეორიები, რომლებიც უოლცის მეორე სურათის რუბრიკის ქვეშ მოექცა, ამტკიცებენ, რომ ომები გამოწვეულია სახელმწიფოების საშინაო მდგომარეობით. უოლცის მაგალითს წარმოადგენს ლენინის იმპერიალიზმის თეორია, რომელიც ასახავს, რომ ომის მთავარი მიზეზი არის კაპიტალისტური სახელმწიფოების მიერ ახალი ბაზრების გახსნის შექმნის აუცილებლობა, რათა გადაარჩინონ საშინაო ეკონომიკური სისტემა. დღეს დასავლურ სამყაროში უფრო ნაცნობ მაგალითს წარმოადგენს ის მოსაზრება, რომ არადემოკრატიული სახელმწიფოები, მათი შიდა რყევების გამო, იწყებენ ომებს.  

შემდეგ უოლცი აფასებს პირველ ორ სურათს, როგორც ზოგადად ნაკლები გავლენის მქონეს, ვიდრე მესამე სურათს, მაგრამ მაინც აუცილებელს ომის მიზეზების გასაგებად. მესამე სურათი ვარაუდობს, რომ ომის მიზეზი სისტემურ დონეზე გვხვდება. საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურა ომის ძირითადი მიზეზია. ამ კონტექსტში, „ანარქია“ არ არის განსაზღვრული, როგორც ქაოსის ან არეულობის პირობა, არამედ ამ ტერმინში იგულისხმება ისეთი სუვერენული ორგანოს არარსებობა, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთქმედებებს ავტონომიურ ერ-სახელმწიფოებს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსხვავებით საშინაო საზოგადოებისაგან, სადაც მოქალაქეებს თეორიულად შეუძლიათ დაეყრდნონ სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი პიროვნებისა და ქონების დასაცავად, თუ სახელმწიფო შემოიჭრება და დახმარებას ითხოვენ „9-1-1“-ზე, დარწმუნებული ვერ იქნება მოქალაქე რომ ვინმეს უპასუხებს. ანალოგიურად, მაშინ, როდესაც ორ მოქალაქეს აქვს დავა, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოებს განაჩენის გამოტანისა და, რაც მთავარია, სამართალდამცავი ორგანოებს სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მაგრამ არ არსებობს სახელმწიფოების მიმართ ზემოაღნიშნული ორგანო, რომელსაც ძალუძს: ჩამოაყალიბოს წესები ან ყველა სახელმწიფოს კანონი, რომელიც გადაწყვეტს როგორ იმოქმედებს ის კონკრეტულ შემთხვევებში და რომელიც სახელმწიფოებს აიძულებს პატივი სცენ სასამართლოს განჩინებას. შედეგად, თუ ამ საკითხს სახელმწიფოსთვის საკმარისი მნიშვნელობა აქვს, მას შეუძლია მიაღწიოს დამაკმაყოფილებელ შედეგს მხოლოდ მისი უფლებამოსილების გამოყენებით, დაუვალდებულოს თავისი ნება სხვა სახელმწიფოებს. იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შეიარაღებული ძალების გამოყენება, აიძულებს თითოეულ სახელმწიფოს ყოველთვის იყოს მზად ამ საშიშროებისთვის. ეს თემები უფრო სრულყოფილად არის გაჟღერებული საერთაშორისო პოლიტიკის თეორიაში, სადაც ავტორი აყალიბებს თეორიას, საერთაშორისო პოლიტიკაში ომის გამომწვევ ზოგად მიზეზებზე.

ნეორეალიზმი

რედაქტირება

უოლცის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში ნეორეალიზმის შექმნისას (ან სტრუქტურული რეალიზმის როგორც მას თავად ეძახის), საერთაშორისო ურთიერთობების თეორია ითვალისწინებს, რომ სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთქმედება აიხსნება მათზე განხორციელებული ზეწოლებით. საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურა ზღუდავს მათ არჩევანს. ამრიგად, ნეორეალიზმი მიზნად ისახავს განმეორებადი შაბლონების ახსნას საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგალითად ის, თუ რატომ ჰგავდა ურთიერთობა სპარტასა და ათენს შორის ურთიერთობებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით.  

უოლცი ამ წიგნში არაერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ იგი არ ქმნის საგარეო პოლიტიკის თეორიას, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სახელმწიფოს ქცევის ან მოქმედებების ახსნას კონკრეტულ დროს ან მთელი პერიოდის განმავლობაში. უოლცისთვის ნეორეალიზმი იყოფა ორ ნაწილად, თავდაცვითი და შეტევითი (თავდასხმითი) ნეორეალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაწილი თანხმდება, რომ სისტემის სტრუქტურა არის ის, რაც იწვევს სახელმწიფოებს კონკურენციას ძალაუფლებისთვის, თავდაცვითი რეალიზმი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოების უმეტესობა ეძებს სტატუს ქვოს და აიძულებს, რომ კონცენტრირდნენ ძალაუფლების ბალანსის შენარჩუნებაზე. ამბობენ, რომ რევიზიონისტული სახელმწიფოები ერთადერთი სახელმწიფოები არიან, რომლებიც ბალანსის შეცვლას ცდილობენ. შეტევითი ნეორეალიზმი ირწმუნება, რომ ერები მეზობელ სახელმწიფოებზე ადგილობრივ ჰეგემონიას ეძებენ, რაც მეტყველებს მათ ავტორიტეტზე ადგილობრივ ურთიერთობებში მეტოქე სახელმწიფოებთან.

უოლცი ამტკიცებს, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკა საერთაშორისო საქმეთა სახელმწიფოში არსებობს, რომელიც შედარებულია მუდმივი საერთაშორისო ანარქიასთან. უოლცი საერთაშორისო გარემოს ანარქიას განასხვავებს საშინაო გარემოს წესრიგისაგან. საშინაო სფეროში ყველა აქტორმა შეიძლება მიმართოს და იძულებული გახადოს ცენტრალური ხელისუფლება, 'სახელმწიფო' ან 'მთავრობა', მაგრამ საერთაშორისო სფეროში, წესრიგის ასეთი წყარო არ არსებობს. საერთაშორისო პოლიტიკის ანარქია (მისი ცენტრალური აღმასრულებლის არარსებობა) ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ ისე, რომ მათ უსაფრთხოებას მიაღწიონ, უპირველეს ყოვლისა, ან დაიცვან თავი რისკებისგან. მან დაწერა, რომ ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური ფაქტი, რომელსაც დემოკრატები და დიქტატორები ერთნაირად განიცდიან: იშვიათი შემთხვევების გარდა, მათ არ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს კეთილ ნების გამოხატვის მიზნით, რადგან ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ მზად საკუთარი თავის დასახმარებლად. უოლცის მიერ გამოყენებულმა ტერმინმა ანარქიამ გამოიწვია ფუნდამენტური დისკურსული გარდაქმნა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჯეკ დონელის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტერმინი „ანარქია“ საერთაშორისო ურთიერთობების წიგნებში გამოიყენეს 1979 წლამდე საშუალოდ 6.9-ჯერ, მაგრამ 35.5-ჯერ 1979 წლის შემდეგ. [10]

ნეორეალისტების უმეტესობის მსგავსად, უოლცი აღიარებს, რომ გლობალიზაცია ახალ გამოწვევებს უქმნის სახელმწიფოებს, მაგრამ მას არ სჯერა, რომ სახელმწიფოები შეიცვალა, რადგან ვერცერთი სხვა არასახელმწიფო აქტორი ვერ გაუთანაბრდება სახელმწიფოს შესაძლებლობებს. უოლცი ვარაუდობს, რომ გლობალიზაცია 90 – იანი წლების სუსტი თვისებაა და თუკი რამე ხდება, ამ ყველაფერმა სახელმწიფოს როლები და ფუნქციები გააფართოვა გლობალური გარდაქმნების საპასუხოდ. [11]

ნეორეალიზმი იყო უოლცის პასუხი მასზე, რაც მან კლასიკური რეალიზმის ნაკლოვანებებად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ზოგჯერ ურთიერთშედარებით გამოიყენება, ნეორეალიზმსა და რეალიზმს აქვს მრავალი ფუნდამენტური განსხვავება. ამ ორ თეორიას შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ კლასიკური რეალიზმი აყენებს ადამიანის ბუნებას, როგორც დომინირებისკენ მიდრეკილს, ომის მიზეზების ახსნისას, ხოლო ნეორეალიზმი ამცირებს ადამიანის პრეტენზიას და ამტკიცებს, რომ ანარქიის წნეხები უფრო ახდენს შედეგების ფორმირებას, ვიდრე სახელმწიფოების და დიპლომატების ადამიანური ბუნება ან ადგილობრივი მთავრობის პრეფერენციები. [12]  

უოლცის თეორია, ხაზგასმით ამბობს,რომ საერთაშორისო პოლიტიკის თეორია არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის თეორიას და ავტორი არ ცდილობს კონკრეტული სახელმწიფოებრივი ქმედებების პროგნოზირებას, მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. თეორია განმარტავს ქცევის მხოლოდ ზოგად პრინციპებს, რომლებიც განაგებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. ქცევის განმეორებითი პრინციპები მოიცავს ძალაუფლების დაბალანსებას (თეორია დახვეწა სტივენ უოლტმა), შეიარაღების რბოლაში ინდივიდუალურად შესვლას კონკურენტულ პირობებში და შეზღუდვის განხორციელებას შედარებითი ძალის პროპორციულად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Foreign Policy and Democratic Politics: The American and British Experience. Little, Brown and Company. New York: 1967.
  • The Use of Force: Military Power and International Politics. University Press of America. New York: 1983. (coauthored with Robert Art).
  • Reflections on Theory of International Politics. A Response to My Critics, in: Keohane, Robert: Neorealism and Its Critics. 1986.
  • The Spread of Nuclear Weapons: A Debate Renewed. W. W. Norton & Company. New York: 1995.
  • Realism and International Politics. Routledge. 2008.
  • „Contemporary mainstream approaches: neo-realism and neo-liberalism“ by Steven L. Lamy, 2001.
  • „Leviathan“ by Thomas Hobbes, 1651. See chapter 13.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Munro A. Encyclopædia Britannica
  2. Guggenheim Fellows database
  3. https://www.apsanet.org/PROGRAMS/APSA-Awards/Heinz-I-Eulau-Award
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Martin (May 19, 2013). „Kenneth Waltz, Foreign-Relations Expert, Dies at 88“.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Kenneth N. Waltz (1924–2013). Arnold A. Saltzman Institute of War and Peace Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  6. Hollander, Jason (March 28, 2000). „Prof. Kenneth N. Waltz's Political Realism Wins James Madison Lifetime Achievement Award In Political Science“. Office of Communications and Public Affairs, Columbia University.
  7. 7.0 7.1 Kreisler, Harry. (February 10, 2003) Theory and International Politics: Conversation with Kenneth N. Waltz: Background. Conversations with History. Institute of International Studies, University of California, Berkeley. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 (1984) Who's Who in America 1984–1985 Volume 2, 43rd, Chicago: Marquis Who's Who, გვ. 3394. 
  9. Kenneth Waltz's Life and Thought. An Interview. 
  10. Donnelly, Jack (2015-11-01). „The discourse of anarchy in IR“. International Theory. 7 (3): 393–425. doi:10.1017/S1752971915000111. ISSN 1752-9727.
  11. . December 1999. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  12. . 2000. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)