კემერონ ბრაიტი
კემერონ ბრაიტი (ინგლ. Cameron Bright; დ. 26 იანვარი, 1993)[1] — კანადელი კინომსახიობი. სხვადასხვა დროს ითამაშა კინოფილმებში: „სხვა“, „დაბადება“, „უკან მოუხედავად გაიქეცი“ და სხვა.
კემერონ ბრაიტი | |
---|---|
კემერონ ბრაიტი | |
დაბადების სახელი | კემერონ დაგლას კრიგერი |
დაბადების თარიღი |
26 იანვარი, 1993 ვიქტორია, კანადა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1997–დღემდე |
კემერონ ბრაიტი დაიბადა კანადაში, ქალაქ ვიქტორიაში. პირველი როლი მიიღო 7 წლის ასაკში, სადაც ეპიზოდურ როლში გამოჩნდა სერიალში „მიწის ზემოთ“.[1] პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში „სხვა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა რობერტ დე ნირომ. უკანასკნელი საშინელებათა ჟანრის ფილმია, გამოვიდა 2004 წლის აპრილში. მოაგროვა 30 მლნ. აშშ დოლარი.[2] 2004 წელს ბრაიტმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დაბადება“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ცნობილმა მსახიობებმა ნიკოლ კიდმანმა, ლორენ ბეკოლმა და დენი ჰიუსტონმა. ამ მისტიკურ თრილერში შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო მოიპოვა.
თავისი კარიერის განმავლობაში მოუწია თამაში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: რობერტ დე ნიროსთან, გრეგ კინერთან, ეშტონ კაჩერთან, მილა იოვოვიჩთან, ჯენიფერ გარნერთან და სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
2002 | მარტოხელა-გმირი | Lone Hero | |
2004 | სხვა | Godsend | |
2004 | დაბადება | Birth | |
2004 | პეპლის ეფექტი | The Butterfly Effect | |
2005 | აქ ეწევიან | Thank You for Smoking | |
2006 | უკან მოუხედავად გაიქეცი | Running Scared | |
2006 | X-ადამიანები 3- გადამწყვეტი ბრძოლა | X-Men-The Last Stand | |
2006 | ულტრავიოლეტი | Ultraviolet | |
2007 | ჯუნო | Juno | |
2007 | მილიონი შობისთვის | Christmas in Wonderland | |
2008 | კედელში დამარხულნი | Walled In | |
2009 | ამერიკული ინტრიგა | An American Affair | |
2009 | ბინდის საგა: ახალი მთვარე | The Twilight Saga: New Moon | |
2010 | ბინდის საგა: დაბნელება | The Twilight Saga: Eclipse |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ouzounian, Richard (2004-10-24). „Bright future“. Toronto Star. pp. D01.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Godsend (2004). Box Office Mojo.