კელი ვან დერ ვერი
კელი ვან დერ ვერი (ნიდერლ. Kelly van der Veer) — ნიდერლანდური Big Brother-ის ფინალისტი, მომღერალი და ტელესახე. კელი ვან დერ ვერი დაიბადა 1980 წლის 6 მაისს ნიდერლანდების ქალაქ ჰილვერსუმში, სადაც იგი ამჟამადაც ცხოვრობს.
კელიმ ნიდერლანდებში განსაკუთრებული პოპულარობა თავისი დეკლარირებული ტრანსსექსუალური ორიენტაციით მოიპოვა. მან 19 წლის ასაკში სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და მდედრობითი სქესის გახდა. სახელის სქესის შესაბამისად შეცვლამდე კელის ფერი ერქვა.
ტელეკომპანია BNN-ის ინფორმაციით, მან ნიდერლანდების ეროვნულ IQ ტესტში 77 ქულა აიღო[1].
1997 წელს, ჯერ კიდევ სქესის გადაკეთებამდე, მან მოიგო შოუ „De Travestiet“, სადაც იგი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. თუმცა, კელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გადაცემა Big Brother-ის საშუალებით.
2002 წლის იანვარში კელიმ გამოუშვა დისკი სახელწოდებით „I am what I am“, მაგრამ დისკს არც გაყიდვებში და არც პოპულარობაში წარმატება არ ჰქონია.
ნიდერლანდებში წარმატების მოპოვების შემდეგ კელი გეგმავს ამერიკაშიც ფეხის მოკიდებას. მან ცოტა ხნის უკან ცხოვრების უფლება მოიპოვა ფლორიდაში[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-09. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
- ↑ კელის ოფიციალური Myspace გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-17. ციტირების თარიღი: 2009-11-30.