კეი აივი

ამერიკელი პოლიტიკოსი

კეი ელენ აივი (ინგლ. Kay Ellen Ivey; დ. 15 ოქტომბერი, 1944, კემდენი, ალაბამა — ამერიკელი პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. ალაბამის შტატის 54-ე გუბერნატორი 2017 წლიდან. იგი არის მეორე ქალბატონი აღნიშნულ თანამდებობაზე. ალაბამის შტატის პირველი გუბერნატორი ქალბატონი იყო ლიორლინ უოლესი (1967-1968 წწ.).

კეი აივი
Kay Ivey
კეი აივი Kay Ivey
ალაბამის 54-ე გუბერნატორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 აპრილი, 2017
წინამორბედირობერტ ბენტლი

ალაბამის ლეიტენანტ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი, 2011 – 10 აპრილი, 2017
წინამორბედიჯიმ ფოლსომი
მემკვიდრეუილ ეინსვორთი

დაბადებული15 ოქტომბერი, 1944
კემდენი, ალაბამა, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებაობერნის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეი აივი დაიბადა 1944 წლის 15 ოქტომბერს ალაბამის შტატის პატარა ქალაქ კემდენში, რომლის მოსახლეობაც 1000 ადამიანზე ნაკლებია, ამ მის ბაბუას ჰქონდა მესაქონელობის ფერმა. 1960 წელს მას პირველად ჰქონდა შეხება პოლიტიკასთან როდესაც წარმოადგენდა ოლქის საშუალო სკოლას შტატის დონეზე. შემდეგ წარმოადგენდა ალაბამას ვაშინგტონში, სადაც გაიცნო სენატორი მარგარეტ ჩეიზ-სმიტი — პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წევრი. აივიმ დაასრულა ობერნის უნივერსიტეტი, სწავლის განმავლობაში იყო საზოგადოება „ალფა-გამა-დელტა“-ს პრეზიდენტი, ასევე ოთხი წლის განმავლობაში იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ლიორლინ უოლისის წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც 1967 წელს გახდა პირველი ქალი-გუბერნატორი ალაბამაში. ამავე წელს კეი აივი გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ შტატში და მუშაობა დაიწყო Merchants National Bank-ში სადაც კურირებდა სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამას. 1979 წელს დატოვა საბანკო საქმიანობა და დაუბრუნდა პოლიტიკას, დაიწყო მუშაობა გუბერნატორ ფობ ჯეიმსის აპარატში, ხოლო მოგვიანებით ალაბამის უმაღლესი განათლების კომისიაში. 2010 წელს აირჩიეს ალაბამის ვიცე-გუბერნატორად, ხოლო 2014 წელს — გუბერნატორად.

ალაბამის გუბერნატორი

რედაქტირება

2017 წლის 10 აპრილს გუბერნატორი რობერტ ბენტლი გადადგა თანამდებობიდან, რადგან მის წინააღმდეგ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, ადანაშაულებდნენ ფინანსურ მაქინაციებში და კავშირში დამხმარესთან. ამავე დღეს გუბერნატორის თანამდებობას კეი აივი იკავებს, როგორც შტატის ლეიტენანტ-გუბერნატორი (კონსტიტუციით გუბერნატორის შემდეგ პირველი თანამდებობის პირი). 2018 წლის 6 ნოემბერს გაიმარჯვა გუბერნატორის არჩევნებში, რომელშიც მისი მოწინააღმდეგე იყო დემოკრატი უოლკერ მედოქსი. დამკვირვებლების აზრით აივის გამარჯვებას ხელი შეუწყო ალაბამაში უმუშევრობის დაბალმა მაჩვენებელმა. 2019 წლის 15 მაისს ხელი მოაწერა შტატის კანონს, ბილიკ 314 „აქტი ადამიანის ცხოვრების დაცვის შესახებ“, რომელიც ეხებოდა აბორტის თემას და აშშ-ში 1979 წლიდან მოყოლებული ყველაზე მკაცრი იყო. აქტი აბორტის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდა, თუ ორსულობა ქალისთვის სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა, არ წარმოადგენდა გამონაკლისს გაუპატიურებისა და ინცესტის მსხვერპლთათვის. კანონი ასევე ითვალისწინებდა ექიმების წინააღმდეგ სანქციებს. ოპერაციის უკანონოდ ჩატარების შემთხვევაში მიესჯებოდათ 99 წლამდე ვადით პატიმრობა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აივი გათხოვილი და ქმარს დაშორებულია ორჯერ და შვიულები არ ჰყავს. მისი პირველი ქმარი იყო ბენ ლარავია. 2019 წელს დაუდგინეს ფილტვის კიბო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება