კეისრის დაფნის გვირგვინი (ასტერიქსი)
„კეისრის დაფნის გვირგვინი“ (ფრანგ. „Les Lauriers de César“) — რიგით მე-18 წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორია რენე გოსინი, ხოლო მხატვარი — ალბერ უდერზო. კომიქსი გამოიცა 1971 წელს.
„კეისრის დაფნის გვირგვინი“ | |
---|---|
„Les Lauriers de César“ | |
| |
სერიიდან | ასტერიქსი |
გვერდი | 48 |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
პირველი გამოცემა | |
გამოცემის თარიღები | 1971 |
ენა | ფრანგული |
ქრონოლოგია | |
წინა | „ღმერთების მიწა“ (1971) |
შემდეგი | „წინასწარმეტყველი“ (1972) |
სიუჟეტის თხრობა იწყება რომში, მაგრამ უბრუნდება ერთ-ერთ საღამოს ლუტეციაში, როდესაც ასტერიქსი, ობელიქსი და მათი ბელადი აბრარაკურსიქსი, თავის ცოლ ბონემინასთან ერთად, სტუმრად მიდიან ბონემინას ძმა ჰომეოპატიქსთან, რომელიც ამაყობს საკუთარი ქონებით. ქვისლთან დაპირისპირებისას, სიმთვრალეში, აბრარაკურსიქსი დებს პირობას, რომ გაუმასპინძლდება რაგუთი, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი იქნება იულიუს კეისრის დაფნის გვირგვინი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება