კეისი რობინსონი
კენეთ კეისი რობინსონი (ინგლ. Casey Robinson; დ. 17 ოქტომბერი, 1903 — გ. 6 დეკემბერი, 1979) — ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი.
კეისი რობინსონი დაიბადა ქალაქ ლოგანში, აშშ 1903 წლის 17 ოქტომბერს ბრიჰამ იანგის უნუვერსიტეტის მუსიკისა და დრამის პედაგოგის ოჯახში. თავად კეისიმ 19 წლის ასაკში დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
კეისი რობინსომა კინოინდუსტრიაში მუშაობა 1927 წლიდან დაიწყო, სადაც თავდაპირველად მუნჯი ფილმებისთვის ტექსტებს წერდა. 1930 და 1940-იან წლებში იგი თანამშრომლობდა ”Warner Bros.” და ”Metro-Goldwyn-Mayer” -ის მედია კომპანიებთან როგორც პროდიუსერი და სცენარის ავტორი. 1950-იან წლებში თანამშრომლობდა ”20th Century Fox”-ის კომპანიასთან.
როგორც ფილმის პროდიუსერი იგი მისი ფილმებისთვის მთავარ როლებზე ძირითადად იყვანდა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ბეტი დეივისს. მათი საერთო თანამშრომლობით შექმნილი ფილმებია: ”It’s love, I’m After”, „სიბნელეზე გამარჯვება“, “The old Maid”, “ All this and Heaven Too”, „წინ, მოგზაურო“ , “The corn is green”.
1935 წლისთვის კეისი რობინსონის სცენარზე შექმნილი ფილმი ”კაპიტან ბლადის ოდისეა" ეროლ ფლინის მონაწილებოთ წარდგენილი იყო იმ წლის ამერიკის კინომატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის მიერ ოსკარზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის.
კეისი რობინსონის მიერ აღმოჩენილ მსახიობად ითვლება ჰოლივუდის ამჟამად ცნობილი მსახიობი გრეგორი პეკი, რომელმაც პირველი როლი სწორედ კეისი რობინსონის ფილმში ”დიდების დღეები” შეასრულა. ამ ფილმში გრეგორი პეკს პარტნიორობას უწევდა ცნობილი ბალერინა თამარა თუმანოვა.
ფილმის "დიდების დღეების" გადაღების დამთავრების შემდგომ კეისი რობინსონმა იქორწინა თამარა თუმანოვაზე. ეს კეისისთვის რიგით მეორე ქორწინება იყო. თუმცა წყვილი მალევე განქორწინდა.
კეისი რობინსონის სცენარზე შექმნილი ფილმებიდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა აგრეთვე 1942 წელს გადაღებული ”კასაბლანკა” ჰემფრი ბოგართისა და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით. 1952 წელს ”კილემანჯაროს თოვლიანი მთა” გრეგორი პეკისა და ავა გარდნერის მონაწილეობით. 1962 წელს მან დატოვა აშშ და გადასახლდა ქალაქ სიდნეიში, ავსტრალია. 1975 წელს მან ავსტრალიაში გადაიღო ასევე გახმაურებული მისი ფილმი "Scobie Malone".
კეისი რობინსონი გარდაიცვალა 1979 წლის 6 დეკემბერს ქალაქ სიდნეიში.