კეიმადა-გრანდი
კეიმადა-გრანდი (პორტ. Ilha da Queimada Grande) — კუნძული ატლანტის ოკეანეში, ბრაზილიის სანაპიროსთან. ცნობილი გახდა გველების დიდი პოპულაციით, რის გამოც მას ზედმეტსახელად „გველების კუნძული“ ეწოდება. ეკუთვნის სან-პაულუს შტატის იტანიაენის მუნიციპალიტეტს. კუნძულის ფართობი 43 ჰექტარია. აქვს ზომიერი კლიმატი.
მშობ. სახელი: Ilha da Queimada Grande | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 24°29′10″ ს. გ. 46°40′30″ დ. გ. / 24.48611° ს. გ. 46.67500° დ. გ. |
კუნძული ერთადერთი ბუნებრივი საცხოვრისია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი შხამიანი სახეობის ჩხრიალა გველის — Bothrops insularis-თვის, რომელიც იკვებება ფრინველებით. რამდენიმე ათასი წლის წინ, ბოლო გამყინვარების მიწურულს, ზღვის დონემ აიწია და კუნძული კონტინენტს გამოეყო. შემდგომ პერიოდში გველები შეეგუვნენ ახალ გარემოს და მათი პოპულაცია ისე გაიზარდა, რომ ეს ტერიტორია საშიში გახდა ადამიანებისთვის.
კეიმადა-გრანდი დახურულია საზოგადოებისთვის როგორც ადამიანების, ასევე გველების დასაცავად; წვდომა დაშვებულია მხოლოდ ბრაზილიის საზღვაო ძალებისთვის და შერჩეული მკვლევრებისთვის, რომლებაც ამოწმებს ჩიკო მენდესის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ინსტიტუტი.