კებრადა-დე-ასაპა (ესპ. Quebrada de Azapa) — დროებითი მდინარე ჩილეში. მიედინება ჩილეს არიკა და პარინაკოტას რეგიონის ტერიტორიაზე.

სათავეს იღებს ანდების მთებზე. შუა დინებაში ქმნის ხეობას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია რეგიონის სოფლის მეურნეობისათვის. სიგრძე 128 კმ. აუზის ფართობი — 3070 კმ². უერთდება წყნარ ოკანეს ქალაქ არიკასთან.

ძირითადი შენაკადებია — სეკო, ტიგნამარი, ჩაპიკინია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება