კა’ ფოსკარი
კა’ ფოსკარი ან პალაცო ფოსკარი (იტალ. Ca' Foscari, Palazzo Foscari, ფოსკარის სასახლე) — სასახლე ვენეციაში, დიდ არხზე, დორსუდოროს რაიონში.
აშენდა 1437-52 წლებში დოჟი ფრანჩესკო ფოსკარისთვის. დოჟისთვის ამ სასახლეს საგვარეულო მნიშვნელობა ჰქონდა მრავალი თაობისთვის და ის სიმდიდრისა და დოჟის ძალაუფლების განსახირება უნდა ყოფილიყო.
ამავე ადგილას დიდი არხის მისართავთან მდებარეობს კიდევ ორი სასახლე: პალაცო ბალბი, აგებული 1590 წელს, და პალაცო ჯუსტინიანი, აგებული დაახლ. 1452 წელს.
გოტიკურ სტილში ნაგები შენობა განუმეორებელი სიმეტრიულობით გამოირჩევა. XIX საუკუნეში ავსტრიული ოკუპაციის პერიოდში შენობა ყაზარმად გამოიყენებოდა. ამ დროიდან მოყოლებული სასახლის მრავალი მორთულობა და ძვირფასი ნივთი განადგურდა ან დაიკარგა. 1997-2005 წლებში შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. ამჟამად პალაცოში განთავსებულია ვენეციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და უცხო ენების ფაკულტეტები.