კახური თეთრი (ვაზის ჯიში)
კახური თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, გულისებური ან თირკმლისებური ფორმის, ხუთ-შვიდნაკვთიანი, ძლიერ დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის თეთრი, მოყვითალო ელფერით.
კახური თეთრის სიმწიფის საშუალო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 184