ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კახა ბესელია (დ. 3 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1984–1991 წლებში იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1992 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იშემიური დაავადების ქირურგიულ მკურნალობას.

1991 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის უკმარისობით გართულებული გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის შედეგები.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 39

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კახა_ბესელია“-დან