კახაბერ რობაქიძე
ქართველი ექიმი და მეცნიერი
კახაბერ რობაქიძე (დ. 17 თებერვალი, 1970, ქუთაისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
კახაბერ რობაქიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1970 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი.
1992-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე(იმუნოლოგია, ვირუსოლოგია), 1994 წლიდან არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფოს ინფექციურ-ბოქსირებული განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდარო დისერტაციის თემა — დაიცვა 1995 წელს „მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავლენა ნეიტროფილების ფუნქციურ აქტივობაზე ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულების დროს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 238