კახაბერ გიგილაშვილი

კახაბერ გიგილაშვილი (დ. 15 ივნისი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983–1985 წლებში იყო ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი, უფროსი ლაბორანტი. 1988–1992 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992–1998 წლებში მეცნიერ–თანამშრომელი. 1998 წლიდან – კარდიოქირურგიის საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებს.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით გართულებული გულის იშემიური დაავადების დროს აორტა–კორონარული შუნტირების ჩვენებების განსაზღვრა და უახლოესი ოპერაციის შემდგომი პერიოდის შედეგების შეფასება.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 67

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება