კახაბერ ასათიანი
კახაბერ ასათიანი (დ.10 თებერვალი, 1961, ქუთაისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984–1986 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა ქირურგიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის აღრიცხვა–რეგისტრაციის განყოფილებას. არის 4-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აორტოკორონალური შუნტირების ოპერაციის რისკ–ფაქტორები კორონალური არტერიების მრავლობითი დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის“, დაიცვა 1990 წელს.