კახაბერ ანჯაფარიძე
კახაბერ ანჯაფარიძე (დ. 9 აპრილი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.
კახაბერ ანჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 აპრილი, 1970 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | იურისტი |
1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001–2004 წლებში იყო კომპანია „სანდოს“ ადვოკატი. 2004–2005 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწე. 2005–2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კახაბერ ანჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახაბერ ანჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)