ვარანასი

(გადამისამართდა გვერდიდან კაში)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 31 ოქტომბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ვარანასი (სანსკრ. वाराणसी), აგრეთვე ცნობილი როგორც ბარანასი, ბენარასი ან კაში — ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე განგის ნაპირებზე, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 320 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინდუისტებისთვის, ბუდისტებისა და ჯაინისტებისთვის იგი წმინდა ქალაქად მიიჩნევა. იგი ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში და უძველესი ინდოეთში.[2][3]

ქალაქი
ვარანასი
სანსკრ. वाराणसी

ვარანასის ხედი მდინარე განგიდან
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი უტარ-პრადეში
კოორდინატები 25°16′55″ ჩ. გ. 82°57′23″ ა. გ. / 25.28194° ჩ. გ. 82.95639° ა. გ. / 25.28194; 82.95639
ფართობი 1550 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80,71
მოსახლეობა 3 682 194[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2 399 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0542
საფოსტო ინდექსი 221456
საავტომობილო კოდი UP
ოფიციალური საიტი nnvns.org
ვარანასი — ინდოეთი
ვარანასი

ვარანასის კულტურული მფარველი და ყველა რელიგიური დღესასწაულის ნაწილია კაში-ნარეში.[4] ქალაქის კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული მდინარე განგთან და მის რელიგიურ მნიშვნელობასთან. მრავალი ათასეული წლის განმავლობაში ვარანასი ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო. ვარანასიში განვითარდა ინდოეთის კლასიკური მუსიკის ბენარეს გჰარანა. ასევე, აქ დაიბადა მრავალი ინდოელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და მუსიკოსი. გაუტამა ბუდამ პირველად სარნატჰში იქდაგა, რომელიც ვარანასის სიახლოვეს მდებარეობს.[5]

ხალხი ვარანასის ხშირად მოიხსენიებს, როგორც „ტაძრების ქალაქი“, „ინდოეთის წმინდა ქალაქი“, „ინდოეთის რელიგიური დედაქალაქი“, „სინათლის ქალაქი“, „სწავლის ქალაქი“ და „დედამიწის უძველესი ქალაქი“.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Provisional Population Totals Paper 1 : 2011. Government of India. ციტირების თარიღი: July 12, 2011.
  2. Lannoy, Richard (October 1999). Benares Seen from Within. University of Washington Press, გვ. Back Flap. ISBN 0-295-97835-X. OCLC 42919796. 
  3. Varanasi. ენციკლოპედია ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: March 6, 2008.
  4. Mitra, Swati (2002). Good Earth Varanasi city guide. Eicher Goodearth Limited, გვ. 216. ISBN 978-81-87780-04-5. 
  5. District of Varanasi - Sarnath. National Informatics Centre-Varanasi. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 8, 2012. ციტირების თარიღი: May 1, 2009.
  6. Varanasi: The eternal city. Banaras Hindu University. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 20, 2012. ციტირების თარიღი: February 4, 2007.