კატრინეჰოლმი
კატრინეჰოლმი (შვედ. Katrineholm) — ქალაქი შვედეთში, სედერმანლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 21 993 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კატრინეჰოლმი შვედ. Katrineholm | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 59°00′00″ ჩ. გ. 16°12′00″ ა. გ. / 59.00000° ჩ. გ. 16.20000° ა. გ. | ||
ფართობი | 11,46 კმ² | ||
მოსახლეობა | 21 993 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 919 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
კატრინეჰოლმი ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკინიგზო მაგისტრალების გადაკვეთაზე მდებარეობს. 1883 წლეს ის საქალაქო ტიპის დასახლება გახდა, 1917 წელს კი ქალაქი. სატრანსპორტო გზების გადაკვეთის წერტილზე ხელსაყრელმა მდებარეობამ ხელი შეუწყო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების განვითარებას. კატრინეჰოლმში საქმიანობენ ისეთი უმსხვილესი კომპანიები, როგორებიცაა SKF და ერიქსონი.
ქალაქში მდებარეობს სითბოს, ვენტილაციისა და სანიტარიის მუზეუმი (VVS-museum).
გალერეა
რედაქტირება-
კატრინეჰოლმის რკინიგზის სადგური
-
კატრინეჰოლმის ეკლესია
-
ცენტრალური მოედანი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.