ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კატმანდუს ბრძოლა

კატმანდუ, 1811.
თარიღი 1768
მდებარეობა კატმანდუ
შედეგი გორხის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
გორხის სამეფო კანტიპურის სამეფო
ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია
მეთაურები
პრითვი ნარაიან შაჰი
ტულარამ პანდე 
ვამშარაჯ პანდე
სურაპრატაპ შაჰი
ჯაია პრაკაშ მალა
კაპიტანი კინლოქი
ძალები
18,000 7,000
ჯაია პრაკაშ მალა (მეფობდა 1736-1768 წლებში), კატმანდუს უკანასკნელი მეფე

კატმანდუს ბრძოლა — ასევე მოხსენიებულია, როგორც „კატმანდუს ალყა“ ან „კანტიპურის ალყა“, რომელიც მოხდა ნეპალის გაერთიანების დროს.[1] ბრძოლა მიმდინარეობდა კატმანდუში 1768 წელს და შედეგად გორხის სამეფოს მეფე პრითვი ნარაიან შაჰმა დაამარცხა მეფე ჯაია პრაკაშ მალა. შაჰის გამარჯვებით ნეპალში დაარსდა შაჰის დინასტია და დასრულდა მკვიდრ ნევართა მმართველობა. ნევარები დამარცხდნენ გორხალებთან, რომლებიც იმ დროისათვის აფართოებდნენ თავიანთ სამეფოს.

კატმანდუ იყო კატმანდუს ხეობის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთი, დანარჩენი ორი ქალაქი იყო ლალიტპური და ბჰაკტაპური. კატმანდუს სამეფო მდებარეობდა 12-13 დღის სავალ მანძილზე ჩრდილოეთით ტიბეტის საზღვრამდე. დასავლეთით მდინარე ტრიშული ჰყოფდა კატმანდუსა და გორხის საზღვრებს. [2]

გორხალებს სურდათ, დაეპყროთ კატმანდუს ხეობა მისი მდიდარი კულტურის, ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გამო. 1736 წელს გორხის მეფე ნარა ბჰუპალ შაჰმა შეუტია ნუვაკოტს, სასაზღვრო ქალაქსა და ციხესიმაგრეს ხეობის ჩრდილო-დასავლეთით, თუმცა დამარცხდა. [3]

მისი ვაჟი პრითვი ნარაიან შაჰი 1742 წელს გამეფდა და განაახლა დაპყრობითი ლაშქრობა. [4] [5] დარწმუნებული იყო, რომ კატმანდუს ძალით ვერ აიღებდა, ამიტომ ცდილობდა დაემორჩილებინა ხეობა მისი სავაჭრო და მომმარაგებელი ხაზების ჩახშობით. მისმა ძალებმა დაიკავეს სტრატეგიული უღელტეხილები მიმდებარე ბორცვებში და ჩახერგეს სასიცოცხლო სავაჭრო გზები, რომლებიც აკავშირებდა კატმანდუს ხეობას ტიბეტსა და ინდოეთთან.

1744 წელს მან აიღო ნუვაკოტი, შესაბამისად შეწყდა ვაჭრობა ტიბეტთან და სათავე დაედო ნეპალთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. [6] 1762 და 1763 წლებში გორხალებმა დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კატმანდუს ხეობას შემოარტყეს ალყა. [7]

ბრიტანული ექსპედიცია

რედაქტირება

გახანგრძლივებულმა ალყამ აიძულა მალის მეფე, მიემართა დახმარების თხოვნით ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისთვის გორხის სამეფოს დასახსნელად. ინგლისიდან შემოსული დახმარების ამბავმა იმედი მისცა ნევარებს. [8] [9]

1767 წლის აგვისტოში კაპიტანი ჯორჯ კინლოქი ხელმძღვანელობდა ბრიტანული ჯარის სვლას კატმანდუსკენ, რათა გადაერჩინათ ალყაში მოქცეული მოსახლეობა. მან მიაღწია კატმანდუს და დაიპყრო სიმაგრეები სინდულისა და ჰარიჰარპურში, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია კაჯი ვამშარაჯ პანდესა და სარდარ ბანშუ გურუნგის ორმხრივი შეტევის შემდეგ. კაპიტანმა კინლოხმა გაუგზავნა შეტყობინება კატმანდუმდე მისვლის შეუძლებლობის შესახებ, რამაც ჯაია პრაკაშს იმედი გაუცრუა. თუმცა, ადგილობრივ მოვაჭრეებისათვის ბრიტანეთის მარცხი იყო შვება, რადგან ბრიტანელებს ჰქონდათ მავნე გავლენა ბიჰარის და ბენგალის ვაჭრობაზე.[10]

ტამელის დაპყრობა

რედაქტირება

მეფე პრითვი ნარაიან შაჰმა დაიწყო კატმანდუს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. კატმანდუს ადგილობრივი ნევარები დადებითად განეწყვნენ პრიტვი ნარაიანის ლიბერალური ტემპერამენტისა და პიროვნების მიმართ. [10] პრითვი ნარაიანმა ჯაია პრაკაშს სთხოვა დანებება. თუმცა, ჯაია პრაკაში თავს დაესხა გორხის ძალებს ბრიტანეთის იმედით.

1768 წლის სექტემბრის დასაწყისში პრიტვი ნარაიანმა დაიწყო კანტიპურის ძალების სიძლიერის ანალიზი. მან დაიპყრო ტამელის რეგიონი, რომლის გალავანიც ქალაქ კატმანდუს მიღმა იყო. [10] ჯაია პრაკაშმა წინააღმდეგობა არ გაუწია გორხალთა ტამელში შემოსევას. [10] ხალხი პრითვი ნარაიანს აღიქვამდა, როგორც მხსნელს, მას შემდეგ, რაც მან დაამარცხა ბრიტანეთის ძალები, რომლებიც ზიანის მომტანი იყო სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ხელოსნობისთვის. [10] იმავდროულად, ჯაია პრაკაში არაპოპულარული იყო ადგილობრივ ნევარებს შორის ტაძრების სიმდიდრის ბოროტად მიტაცების გამო. [10] მას მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე უჭერდა მხარს. [10]

კატმანდუს ალყის პარალელურად გორხალებმა აიღეს კირტიპური 1767 წელს კირტიპურის ბრძოლაში. კატმანდუს დასავლეთით მდებარე ქალაქის დაცემა, რომელიც გამოირჩეოდა სისხლიანი ბრძოლებითა და სისასტიკით, უკუსვლა იყო ხეობის თავდაცვისთვის.

1768 წლის 26 სექტემბერს გორხის ძალები, რომლებსაც მეთაურობდნენ ვამშარაჯ პანდე, სურაპრატაპ შაჰი და ტულარამ პანდე თავს დაესხნენ კატმანდუს და ღამით დაიპყრეს სამეფო სასახლე. [11] ისინი თავს დაესხნენ სამი წერტილიდან - ბჰიმსენშტანიდან, ნარადევიდან და ტუნდიხელიდან . ბჰიმსენსტანში, ნევარის ქალები იდგნენ თავიანთი სახლების ფანჯრებთან და წიწაკის ფხვნილით გაჯერებულ წყალს ასხამდნენ გორხის ჯარისკაცებს. მამაკაცებმა თავდამსხმელები ქუჩაში დააკავეს. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ჯაია პრაკაშ მალამ გააცნობიერა, რომ დიდებულებმა უღალატეს და კატმანდუზე კონტროლი დაკარგეს. შემდეგ ის თავის სანდო ჯარებთან ერთად ლალიტპურში გაიქცა. [12] დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან 20-25 ადამიანი იყო. [11] კატმანდუს მკვიდრებმა მეორე დილით გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი მეფე გახდა პრითვი ნარაიან შაჰი. ხალხის ნაკადი საჩუქრებით წავიდა სამეფო სასახლეში თავიანთი ახალი მეფის განსადიდებლად. ამ შემთხვევის აღსანიშნავად გაისროლეს იარაღი. სროლის დროს უეცრად დენთი აინთო, რის შედეგადაც ტულარამ პანდე დაიღუპა. [10]

მომდევნო თვეებში გორხალებმა ლალიტპურიც დაიპყრეს. შემდეგ ნეპალის სამი მეფე შეიკრიბა ბჰაკტაპურში, რათა საბოლოოდ გაებრძოლათ აგრესორების წინააღმდეგ. [13] შაჰმა დაიპყრო ბჰაკტაპური 1769 წელს, რითაც დაასრულა ნეპალის დაპყრობა. მან დააარსა შაჰის დინასტია, რომელიც მართავდა 2008 წლამდე, სანამ ნეპალი რესპუბლიკა გახდა. [14]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Hamilton, Francis Buchanan (1819). An Account of the Kingdom Of Nepal and of the Territories Annexed to This Dominion by the House of Gorkha. Edinburgh: Longman.  Page 7.
  2. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 308. 
  3. Northey, William Brook and Morris, Charles John (1928). The Gurkhas: Nepal-Their Manners, Customs and Country. Asian Educational Services. ISBN 9788120615779. Pages 30-31.
  4. Stiller, Ludwig F. (1968). Prithwinarayan Shah in the light of Dibya Upadesh. Catholic Press, გვ. 39. 
  5. Singh, Nagendra Kr (1997). Nepal: Refugee to Ruler: A Militant Race of Nepal. APH Publishing, გვ. 125. 
  6. Singh, Nagendra Kr (1997). Nepal: Refugee to Ruler: A Militant Race of Nepal. APH Publishing, გვ. 112. ISBN 9788170248477. 
  7. Raj, Yogesh (2012). Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Jagadamba Prakashan, გვ. 5. ISBN 9789937851800. 
  8. Raj, Yogesh (2012). „Appendix B“, Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Kathmandu: Jagadamba Prakashan, გვ. 110. ISBN 9789937851800. 
  9. Marshall, Julie G. (2005). „Gurkha Conquest of Nepal and the Kinloch and Logan Missions“, Britain and Tibet 1765-1947: A Select Annotated Bibliography of British Relations with Tibet and the Himalayan States Including Nepal, Sikkim and Bhutan. Routledge, გვ. 39. ISBN 9780415336475. 
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Acharya 1973b.
  11. 11.0 11.1 Acharya 1973a.
  12. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 320. 
  13. Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 322. 
  14. „Nepal's Gorkha kingdom falls“. The Times of India. 2 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2013. ციტირების თარიღი: 11 February 2013.