ბჰაკტაპურის ბრძოლა
ბჰაკტაპურის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ბჰაკტაპურ დურბარის მოედანი, სამეფო სასახლის კომპლექსი, 1854 | |||
თარიღი | 1769 | ||
მდებარეობა | ბჰაკტაპური | ||
შედეგი | გორხის სამეფოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ბჰაკტაპურის ბრძოლა — გორხის სამეფოს მიერ ნეპალის დაპყრობის ბოლო ბრძოლა, [1] რომელიც მოხდა ბჰაკტაპურში 1769 წელს და გაიმარჯვა გორხის მეფე პრითვი ნარაიან შაჰმა. ამ გამარჯვების შედეგად მას უკვე შეეძლო კატმანდუს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სრული კონტროლი.
შაჰმა დააარსა შაჰის დინასტია ნეპალში და ნევარ მალასის მმართველობა დასრულდა. ბჰაკტაპურის დამარცხებული მეფე რანაჯიტ მალა გადაასახლეს ინდოეთში.[2]
ბლოკადა
რედაქტირებაბჰაკტაპური იყო ნეპალის მალის კონფედერაციის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთი, დანარჩენი ორი იყო კატმანდუ და ლალიტპური. ქალაქში ცხოვრობდა 12000 ოჯახი. [3]
გორხალებს სურდათ კატმანდუს ხეობის დაპყრობა მისი მდიდარი კულტურის, ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გამო.[4] 1736 წელს გორხის მეფე ნარა ბჰუპალ შაჰი თავს დაესხა ნუვაკოტს, სასაზღვრო ქალაქსა და ციხესიმაგრეს ხეობის ჩრდილო-დასავლეთით, თუმცა დამარცხდა. [5] მისი ვაჟი, პრითვი ნარაიან შაჰი, 1742 წელს გამეფდა და განაახლა ლაშქრობა. [6] [7]
შაჰმა იცოდა, რომ ძალის გამოყენებოთ ვერ დაიმორჩილებდა ხეობას, ამიტომ გადაწყვიტა ემბარგო დაეწესებინა შიმშილის გამოწვევის მიზნით. მისმა ძალებმა დაიკავეს სტრატეგიული უღელტეხილები მიმდებარე ბორცვებში და ჩახერგეს ეკონომიკური ვაჭრობისათვის საჭირო გზები ტიბეტსა და ინდოეთთან, რომელიც გადიოდა ხეობაში. [8]
1744 წელს გორხალებმა ნუვაკოტი აიღეს.[9] 1762 და 1763 წლებში მათ გადალახეს მაკვანპური და დულიხელი, ტერიტორიები დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კატმანდუს ხეობის გარშემო.
შიმშილობის გამოწვევის მიზნით, შაჰმა ხელი შეუშალა ხეობაში მარცვლეულის შესვლას. ხანგრძლივმა ალყამ აიძულა კატმანდუს მეფე დახმარებისთვის მიემართა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისთვის. 1767 წლის აგვისტოში, კაპიტანმა ჯორჯ კინლოქი ბრიტანულ ძალებს ხეობისკენ გაუძღვა, რათა გადაერჩინა ალყაში მოქცეული მოსახლეობა. მან მიაღწია კატმანდუს და დაიპყრო სიმაგრეები სინდულისა და ჰარიჰარპურში, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია მას შემდეგ, რადგან მარაგი ამოეწურა და მისი ჯარები აჯანყდნენ. [10]
საბოლოო ბრძოლა
რედაქტირებაუწყვეტი ემბარგო და პროპაგანდისტული კამპანია თანდათან აზარალებდა ნევარებს, შაჰმა ზედიზედ დაიპყრო კირტიპური, კატმანდუ და ლალიტპური. შემდეგ ის გაემართა ბჰაკტაპურისკენ 1769 წელს. კატმანდუსა და ლალიტპურის მეფეებმა, ჯაია პრაკაშ მალა და ტეჯ ნარასინჰ მალა, თავიანთი სამეფოების დაკარგვის შემდეგ თავშესაფარს ბჰაკტაპურში ეძებდნენ. სამი მეფე გორხის ლაშქართან საბრძოლველად გაერთიანდა, მაგრამ ისინი კვლავ დიდებულთა ღალატის გამო დამარცხდნენ.
მოღალატე დიდებულთა ჯარისკაცებმა ქალაქის კარი გააღეს და გორხალები შეუშვეს. შაჰის ჯარებს ხმლების და მშვილდ-ისრის გარდა, მუშკეტებიც გააჩნდათ. სასახლის წინ სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ დამპყრობლებმა საბოლოოდ გაარღვიეს კარიბჭე. [11]
კატმანდუში, ჯანა ბაჰას მონასტერში დაცული ჩანაწერის მიხედვით, შაჰის ჯარებმა ბჰაკტაპური 1769 წლის 25 ნოემბრის ღამეს დაიპყრეს. მათ 2001 ადამიანი მოკლეს და 501 სახლი გადაწვეს. [12]
რანაჯიტ მალის ასაკის გამო ვარანასში წასვლის უფლება მიეცა. ჯაია პრაკაში გარდაიცვალა ტყვიით მიყენებული ჭრილობისგან, ხოლო ტეჯ ნარასინგი სიკვდილამდე ტყვეობაში იყო. [13]
ბჰაკტაპურის დაპყრობით დასრულდა მალის დინასტიის მმართველობა და დაიწყო შაჰის დინასტიის აღზევება ნეპალში. შაჰის მეფობა გაგრძელდა 2008 წლამდე, შემდეგ კი ქვეყანა რესპუბლიკა გახდა. [14]
მალას წასვლა
რედაქტირებაბჰაკტაპურის მეფე რანაჯიტ მალა შეწუხებული იყო, რადგან მან ნდობა განუცხადა გორხის მეფეს. თვითმხილველების თქმით, მალა განუწყვეტლივ ტიროდა და აღვსილი იყო სინანულით, როდესაც ჩანდრაგირის ბორცვზე უკანასკნელად შეხედა მის ყოფილ სამეფოს. ჩანდრაგირიდან მარშრუტი ეშვება სამხრეთით და მიემართება ინდოეთისკენ. [15]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Hamilton, Francis Buchanan (1819). An Account of the Kingdom Of Nepal and of the Territories Annexed to This Dominion by the House of Gorkha. Edinburgh: Longman. Page 186.
- ↑ Malla, Sampada; Rai, Dinesh (January 2006). „Where Have All The Mallas Gone?: The Descendants of the Mallas“. ECS Nepal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2011. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
- ↑ Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 308.
- ↑ Raj, Yogesh (2012). „Introduction“, Expedition to Nepal Valley: The Journal of Captain Kinloch (August 26-October 17, 1767). Kathmandu: Jagadamba Prakashan, გვ. 7. ISBN 9789937851800.
- ↑ Northey, William Brook and Morris, Charles John (1928). The Gurkhas: Nepal-Their Manners, Customs and Country. Asian Educational Services. ISBN 9788120615779. Pages 30-31.
- ↑ Stiller, Ludwig F. (1968). Prithwinarayan Shah in the light of Dibya Upadesh. Catholic Press, გვ. 39.
- ↑ Singh, Nagendra Kr (1997). Nepal: Refugee to Ruler: A Militant Race of Nepal. APH Publishing, გვ. 125. ISBN 9788170248477.
- ↑ Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. Vernor and Hood.
- ↑ Shrestha, Sanyukta (27 July 2012). „Nepali history from new perspectives“. Republica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 August 2012. ციტირების თარიღი: 23 November 2012.
- ↑ Shrestha, Sanyukta (27 July 2012). „Nepali history from new perspectives“. Republica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2013. ციტირების თარიღი: 14 November 2013.
- ↑ Wright, Daniel (1990). History of Nepal. New Delhi: Asian Educational Services, გვ. 255.
- ↑ Shakya, Raja (2005). Jana Baha Dyah ya Shanti Saphu (Ghatanavali). Kathmandu: Premdharma Pithana, გვ. 60.
- ↑ Giuseppe, Father (1799). Account of the Kingdom of Nepal. London: Vernor and Hood, გვ. 322.
- ↑ „Nepal's Gorkha kingdom falls“. The Times of India. 2 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2013. ციტირების თარიღი: 11 February 2013.
- ↑ Dhungel, Ramesh K. (January 2007). „Anguished Cry of a Defeated Ruler: A Raga Song Composed by Ranajit Malla“. Contributions to Nepalese Studies. ციტირების თარიღი: 22 February 2013. Pages 95-102.