კატის ფუგა
ფუგა ლა მინორში Kk. 30 (აგრეთვე ცნობილი როგორც „კატის ფუგა“) — ერთმოქმედებიანი საკლავესინო სონატა დაწერილი დომენიკო სკარლატის მიერ.
მეტსახელის ისტორია
რედაქტირებასახელი „კატის ფუგა“ გამოყენებული იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, თვით კომპოზიტორს ეს სახელი არ დაურქმევია. არსებობს ლეგენდა, რომ სკარლატის ჰყავდა კატა, სახელად პულჩინელა, რომელსაც, კომპოზიტორის აღწერით, ძალიან უყვარდა კლავესინის ნოტებზე სიარული.
ერთხელ სკარლატის მოეწონა გამა, რომელიც კატამ შემთხვევით „აიღო“. სკარლატი მიუჯდა კლავესინს და იმპროვიზაციით დაწერა ნაწარმოები.
გავლენა
რედაქტირებაKk. 30 გამოქვეყნდა ლონდონში, 1739 წელს. კომპოზიტორმა გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა, განთქმულმა სხვა მუსიკის „არებისთვის“ და გადაკეთებისთვის იხმარა თავის კონცერტში (ოპ.6) — 1739 წელს სექტემბრიდან ოქტომბის თვემდე დაწერილ ნაწარმოებში.