კატერინა სკორსონი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კატერინა რემინი სკორსონი (ინგლ. Caterina Reminy Scorsone; დ. 16 ოქტომბერი, 1981, ტორონტო, ონტარიო, კანადა[1]) — კანადელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „გრეის ანატომია“ შესრულებული ამელია შეფარდის როლით.

კატერინა სკორსონი
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1981 (1981-10-16) (43 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა აშშ, კანადა
ეთნიკურად იტალიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) რობ გილი
შვილ(ებ)ი 3

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

კატერინა სკორსონი დაიბადა 1981 წლის 16 ოქტომბერს ტორონტოში, კანადაში. იგი ოჯახში შუათანა შვილი იყო ხუთიდან. მამამისი, ანტონიო ბრუნო სკორსონი, სოციალური მუშაკია, ხოლო დედამისი, სიუზენ როზელ სკორსონი, პროფესიით ანთროპოლოგია. კატერინა წარმოშობით იტალიელია[2]. მას ოთხი და-ძმა ჰყავს: ორი უფროსი ტყუპი და[3] და ორი უმცროსი და-ძმა[4]. სკოლის დამთავრების შემდეგ კატერინამ სწავლა ტორონტოს უნივერსიტეტში განაგრძო ფილოსოფიის მიმართულებით. აქ სწავლა მან 2005 წელს დაასრულა[5].

კატერინას სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდეც 1995 წელს შედგა ფილმში „როდესაც შავი კაცი რეკავს“ შესრულებული ენჯის როლით. ამას 1996 წელს მოჰყვა სერიალში „მზად ხარ თუ არა“ შესრულებული კოლინის ეპიზოდური როლი.

1998 წელს ფილმში „ყველაფერი რაც მინდა, რომ გავაკეთო“ დაამტკიცეს სიუზის როლზე. ამავე წელს ელისონის როლი შეასრულა ფილმში „თინეიჯერი რაინდი“. 1999 წელს ფილმში „მესამე სასწაული“ ითამაშა მარია ვიტკოვსკის როლი. პარალელურად, 1998 წელს მიშელ პარკერის როლზე დაამტკიცეს სერიალში „ძალაუფლების თამაშები“, სადაც იგი 26 სერიაში გადაიღეს და 2000 წლამდე მონაწილეობდა.

2001 წელს ფილმში „ჩემი საშინელი წელიწადი“ შეასრულა „ბავშვისსახა“ ჰამილტონის როლი. 2003 წელს ჯეს მასტრიანის როლი მიიღო სერიალში „1-800-იძებნება“. აქ იგი 55 ეპიზოდში მონაწილეობდა. სერიალის გადაღებები 2006 წელს დასრულდა. 2008 წელს კალი უილკინსონის როლი მიიღო სერიალში „Crash“. 2009 წელს ელისის მთავარი როლი მიიღო ფილმში „ელისი“.

2010 წელს იგი სერიალში „გრეის ანატომია“ თამაშობდა ამელია შეფარდის როლს, რომელიც არის ნეიროქირურგი და სერიალის მთავარი გმირის, მერედით გრეის ქმრის, დერეკ შეფარდის ერთ-ერთი და[6]. ამ პერიოდში იგი მხოლოდ მოწვეული სტუმრის როლში იყო და ერთ სერიაში გადაიღეს. მოგვიანებით, 2012 წელს იგი კვლავ გადაიღეს სერიალში, უკვე 2014 წლიდან კი „გრეის ანატომიაში“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გახდა. მისი პერსონაჟი განსაკუთრებით მას შემდეგ მომძლავრდა სერიალში, რაც დერეკ შეფარდის როლის შემსრულებელმა მსახიობმა სერიალი მიატოვა, რაც 11 სეზონში მოხდა[7]. სერიალის გადაღებები დღემდე გრძელდება და სულ 16 სეზონია გადაღებული, კატერინა კი მის ყოველ სერიაში მონაწილეობს. ამის პარალელურად იგი არ მონაწილეობს არცერთ ფილმსა და სერიალში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2009 წლის ივნისში ტორონტოში კატერინა სკორსონი მუსიკოს რობ გილზე. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ელიზა (დაიბადა 2012 წლის 6 ივნისს)[8][9], პალომა (დაიბადა 2016 წლის 8 ნოემბერს) და არვინი (დაიბადა 2019 წელს)[10][11][12].

  1. "Caterina Scorsone Biography (1981-)". Filmreference.com. Retrieved June 27, 2014.
  2. @caterinatweets (August 12, 2014). "@Amarylis GA I'm half Italian" (Tweet). Retrieved December 9, 2017 – via Twitter.
  3. TV.com. "Francesca Scorsone" დაარქივებული 2008-10-12 საიტზე Wayback Machine. . TV.com. Retrieved June 27, 2014.
  4. "Missing Cast Bios: Caterina Scorsone". www.sonypictures.co.uk. Archived from the original on May 16, 2011. Retrieved October 3, 2010.
  5. "TV's Troubled Surgeon". University of Toronto Magazine. September 13, 2011. Retrieved February 1, 2015.
  6. Michael Ausiello (March 2, 2010). "'Grey's'/'Private' exclusive: Meet Derek's kid sister!". Entertainment Weekly. Archived from the original on October 25, 2010. Retrieved October 3, 2010.
  7. "'Grey's Anatomy' Ups Caterina Scorsone to Regular for Season 11". Hollywood Reporter. June 23, 2014. Retrieved June 27, 2014.
  8. Rizzo, Monica (February 23, 2012). "Caterina Scorsone Expecting First Child". People. Retrieved February 23, 2012.
  9. "Caterina Scorsone Welcomes Daughter Eliza". People. February 23, 2012. Retrieved June 27, 2014.
  10. Schnurr, Samantha (August 5, 2016). "Grey's Anatomy's Caterina Scorsone Is Pregnant!". E! Online. Retrieved November 12, 2019.
  11. Mizoguchi, Karen (November 8, 2016). "'Grey's Anatomy' Star Caterina Scorsone Announces Daughter's Birth after Voting" დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Weekly. Retrieved July 9, 2017.
  12. Juneau, Jen (January 7, 2020). "Grey's Anatomy Star Caterina Scorsone and Husband Rob Giles Welcome Baby Girl Named Arwen". People. Retrieved December 31, 2019.