სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კასრისხევი (მრავალმნიშვნელოვანი).

კასრის-ხევი (ოს. Къасарагом) — ისტორიული დვალეთის უკიდურესი ჩრდილოეთი ხეობა.

კასრის-ხევი

კასრის ხევი 1900-იანი წლები
კასრის-ხევი დვალეთის (ოსეთის) დაყოფაში, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიის“ მიხედვით
კასრის-ხევი დვალეთის (ოსეთის) დაყოფაში, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიის“ მიხედვით
კასრის-ხევი დვალეთის (ოსეთის) დაყოფაში, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიის“ მიხედვით

გეოგრაფია

რედაქტირება

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება დვალეთის ხეობის — კასრისხევის საზღვრებთან დაკავშირებით. ერთის აზრით მისი უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვარი კასრის კარი (42°45′58″ ჩ. გ. 43°59′02″ ა. გ. / 42.76611° ჩ. გ. 43.98389° ა. გ. / 42.76611; 43.98389) იყო, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი თავის აღწერაში კასრის-ხევად მოიაზრებს კასრისწყლის მაღალმთიან რეგიონს ვიდრე ჩერქეზეთის მთამდე, რომელიც შესაბამისად დატანილი აქვს მისივე გამოცემულ რუკაზე.

 
„ხოლო ვალაგირისა ანუ ფაიქომის დასავლით არს კასრის ჴეობა, რომელი იწოდების აწცა დვალეთად. და აქუს სიგრძე დვალეთს ზეკარის კავკასიდამ ვიდრე ჩერქეზამდე. და მდინარე ამისი გამოსდის ზეკარისა და ზახა-თრუსოს შორის კავკასთა, და მოდის სამჴრიდამ ჩრდილოთ. ხოლო კასრის-ჴეობასა შინა მოერთვიან ამ წყალს, დიგორისა და ამის შორისის კავკასიდამ, ჴევნი და გარდავლენან მას ზედა გზანი დიგორს. ეგრეთვე ვალაგირსა და ამის შორისის მთიდამ მოერთვიან ჴევნი, და გარდავალს გზანი ვალაგირსა და ფაიქომს. და არს ჴეობა კასრისა კასრის-კარიდამ ჩერქეზის მთამდე შენობიან-დაბნებიანი. ხოლო კასრისკარ არს ქვემო-ზარმაგას ქვეით, სად მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა. და არს აქ კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, რათა არა ვიდოდენ თვინიერ მათსა ოვსნი. და არს ჴეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. არა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, რომელსა სწურავენ იგინივე. კვალად არს გოგირდი ფრიად კარგი. არს ლითონიცა ვერცხლისა, არამედ არა უწყიან გამოღება. კვალად კლდის ნოტიობისაგან აკეთებენ გვარჯილასაცა[1].“
  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 188-189