კასპის კვირაცხოვლის ეკლესია
კასპის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (16,65 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური, შირიმისა და რიყის ქვაც. შენობა ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და საბჯენი თაღები, კედლების ზედა ნაწილი, სამხრეთ პილასტრების ქვედა ნაწილი, სამხრეთ კარის ხვრელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლიდან გადარჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლის ნაშთი. დასავლეთ შესასვლელი ამოშენებულია; ლავგარდანი აღარა აქვს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევრად ოვალური ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით - ერთი პატარა ოთხკუთხა ნიში. კამარის საბჯენი თაღები უჩვეულო ფორმის (ზემოთ ოდნავ გამოწეულია კედლიდან, ქვემოთ მეტად) ორი წყვილ პილასტრს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღის იმპოსტების დონე დარბაზის ქუსლის დონეზე დაბალია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაჭრილი ყოფილა თითო თაღოვანი სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.