კაროლინა პაფორდ მილერი
კაროლინა პაფორდ მილერი (დ. 26 აგვისტო, 1903 — გ. 12 ივლისი, 1992) — ამერიკელი მწერალი. მან შეაგროვა სოფლის თემების ხალხური ზღაპრები, მოთხრობები და არქაული დიალექტები თავის მშობლიურ შტატ ჯორჯიაში 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში და ჩართო ისინი თავის პირველ რომანში, Lamb in Bosom. რომანისთვის მან მიიღო პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში 1934 წელს და ფრანგული ლიტერატურული პრემია, Prix Femina Americain 1935 წელს. მისმა წარმატებამ, როგორც მხატვრული ლიტერატურის პირველმა ლაურეატმა ჯორჯიიდან[4], შთააგონა Macmillan-ის გამომცემლობა მოეძებმა მეტი სამხრეთელი მწერალი, რის შედეგადაც აღმოაჩინეს მარგარეტ მიტჩელი. მისმა პირველმა რომანმა, „ქარში წასულები“, ასევე მოიპოვა პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის 1937 წელს. მილერის შემოქმედებამ XIX საუკუნის სამხრეთ ჯორჯიის პიონერების ბრძოლების შესახებ ახალი მკითხველი გაიჩინა 1993 წელს, როდესაც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, Lamb in His Bosom ხელახლა დაიბეჭდა. 2007 წელს მილერი შეიყვანეს ჯორჯიის მწერალთა დიდების დარბაზში.
კაროლინა პაფორდ მილერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 აგვისტო, 1903[1] [2] |
დაბადების ადგილი | Waycross |
გარდაცვალების თარიღი | 12 ივლისი, 1992[1] [2] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Waynesville ან ჩრდილოეთი კაროლინა |
დასაფლავებულია | Green Hill Cemetery |
საქმიანობა | მწერალი[3] და რომანისტი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | Waycross High School |
Magnum opus | Lamb in His Bosom |
ჯილდოები | Pulitzer Prize for the Novel და Georgia Women of Achievement |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაკაროლინა პაფორდი დაიბადა 1903 წლის 26 აგვისტოს, უეიკროსში, ჯორჯიაში, ელიას პაფორდისა და ლევი ზან (ჰოლ) პაფორდის ოჯახში.[5] ის შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო.[6] მისი მამა იყო მეთოდისტი და სკოლის მასწავლებელი, რომელიც გარდაიცვალა კაროლინას საშუალო სკოლაში სწავლის დროს.[5] დედამისიც რამდენიმე წელიწადში, კაროლინას სკოლაში სწავლისას გარდაიცვალა. სკოლის დარჩენილ წლებში მას უფროსი დები ზრდიდნენ.[6]
საშუალო სკოლის წლებში კაროლინა გამოხატავდა ინტერესს მწერლობისა და საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ. მას არასოდეს ჩაუბარებია კოლეჯში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი დაქორწინდა უილიამ დ. მილერზე,[7] რომელიც იყო პაფორდის ინგლისური ენის მასწავლებელი. ისინი გადავიდნენ ბაქსლიში, ჯორჯია, 1920-იანი წლების ბოლოს, სადაც მისი ქმარი საბოლოოდ გახდა ბაქსლის რაიონის სკოლების ზედამხედველი.[5] უილიამ მილერმა კაროლინას კლასიკურ ლიტერატურა გააცნო. მოგვიანებით იგი ამბობდა: „ის იყო ჩემი კოლეჯი“.[6] წყვილს სამი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ორი ტყუპი იყო. ქორწინების ადრეულ წლებში, შვილების აღზრდისა და საშინაო მოვალეობების შესრულებისას, მილერი წერდა მოთხრობებს, რაც პირველად დაიწყო საშუალო სკოლაში. სიუჟეტები კარგად მიიღეს და მცირე თანხები, რომლებსაც მას უხდიდნენ, ავსებდა ოჯახის შემოსავალს.[5]
პირველი რომანი და პულიცერის პრემია
რედაქტირებამილერმა Lamb in His Bosom-ისთვის რესურსების დიდი ნაწილი ქათმებისა და კვერცხების ათეულობით კილომეტრის მანძილზე ყიდვისას მოაგროვა. მან თავისი ადგილობრივი კვლევები და გენეალოგია ჩაწერა ბლოკნოტში, როდესაც მოგზაურობდა სამხრეთ ჯორჯიის სოფლად. მილერმა შეკრიბა ხალხური ზღაპრები და ოჯახური ზეპირი ისტორიები, ასევე იდიომატური გამონათქვამები, რომლებიც საბოლოოდ აფერადებდა მისი რომანის ტექსტს. მისი თავდაპირველი სამუშაო შესრულდა, როდესაც „ბაქსლიში დაბრუნებული, ის მიდიოდა ბარნის აფთიაქში, უკვეთავდა კოკა-კოლას და ჩაწერდა იმ ამბებს, რომლებიც მოისმინა დღის მოგზაურობისას“; შემდეგ იგი ნელ-ნელა ხორცს ასხამდა თავის რომანს საღამოს წყნარ საათებში სამზარეულოს მაგიდაზე.[5][8] მიუხედავად იმისა, რომ ტყის ისტორიები მისი რომანის ნაწილი გახდა, მილერმა ასევე გამოიყენა პიონერი ქალების შთამაგონებელი ზღაპრები საკუთარი ოჯახის ისტორიაში. [8] [9]
რომანის დასრულების შემდეგ მილერმა გამომცემლის ძებნა დაიწყო. ამ ძიების დროს იგი შეხვდა პულიცერის პრემიის ყოფილ ლაურეატს ჯულია პეტერკინს, რომელმაც წაიკითხა და შემდეგ საკუთარ აგენტს გადაუგზავნა მილერის ხელნაწერი Lamb in His Bosom. „ჰარპერმა“ წიგნი 1933 წელს გამოსცა.
კრავი მის წიაღში არის ისტორია ღარიბი თეთრკანიანი პიონერების ბრძოლების შესახებ მეცხრამეტე საუკუნის სამხრეთ ჯორჯიის უიგრესის რეგიონში.[5] გამოქვეყნებისთანავე ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს ნაწარმოები და აღწერეს, როგორც „რეგიონული ისტორიული რეალიზმი“.[5][8] New York Times- ის კრიტიკოსი ლუი კრონენბერგერი ამბობდა, რომ რომანს „საოცარი სიახლე აქვს მასში; არა უბრალოდ ახალი მწერლის, არამედ ახალი სამყაროს სიახლე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შორს და დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ ქალბატონმა მილერმა ის აქ დაიჭირა და თავისმხრივ უკვდავი გახადა.“[8] იგი აღწერილია, როგორც „სამხრეთ რენესანსის“ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად აღიარებული პირველი რომანი.[6][9]
პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის მას კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1934 წლის 7 მაისს გადასცეს. სიტყვით მიმართვისას, მილერმა თქვა, რომ „იგი თავს კონკიას მსგავსად გრძნობდა და რომ მისი წიგნის წარმატება ზღაპარს ჰგავდა“. ბაქსლიში დაბრუნების შემდეგ მას დახვდა 2500 კაციანი ბრბო და მარშის ჯგუფი, რომელმაც ის სახლამდე მიაცილა.[6] მარგარეტ მიტჩელმა მისწერა მილერს და უთხრა: „თქვენი წიგნი უდავოდ არის ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე გამოსულა სამხრეთიდან სამხრეთის ხალხის შესახებ და ის ჩემი საყვარელი წიგნია“.[4] 1935 წელს მილერი ასევე დააჯილდოვეს ფრანგული ლიტერატურული ჯილდოთი „Prix Femina Americain“.
ავტორმა ფინის ფარმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მილერის რომანმა პულიცერის პრიზი მოიპოვა, მაკმილანის გამომცემლობამ რედაქტორი ჰაროლდ ს. ლატამი გაგზავნა სამხრეთით, სკაუტური მოგზაურობით უფრო მეტი სამხრეთელი ავტორების მოსაძებნად. მან იპოვა მარგარეტ მიტჩელი და შემდგომში გამოსცა ქარწაღებულნი.[4]
განქორწინება და მეორე ქორწინება
რედაქტირებაახლად აღმოჩენილი ცნობილი ადამიანის ცხოვრება, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა, სტრესული აღმოჩნდა ჯორჯიის სოფლის სკოლის დირექტორისა და მისი მეუღლისთვის. კაროლინას მიმართ დაკისრებული ვალდებულებები და ყურადღება შეუთავსებელი იყო იმ მშვიდ, მარტივ არსებობასთან, რომლითაც ის და უილიამი სარგებლობდნენ დიდებამდე. მილერები განქორწინდნენ 1936 წელს. კაროლინა ერთი წლის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა კლაიდ რეი უმცროსზე, ანტიკვარებით მოვაჭრესა და მეყვავილეზე. იგი მასთან ერთად გადავიდა ქალაქ უეინსვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც კაროლინა მუშაობდა საოჯახო ბიზნესში და აგრძელებდა მოთხრობებისა და სტატიების წერას გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, როგორიცაა Pictorial Review და Ladies' Home Journal.[5][10] მათ ერთი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ.[8]
შემდგომ წლებში
რედაქტირება1944 წელს მილერმა დაასრულა მეორე რომანი, ლიბანი, რომელმაც კრიტიკოსების არაერთგვაროვანი მიმოხილვა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ აგებული იყო მისი ადრინდელი ნაწარმოებების მიხედვით, რომელიც ვითარდება ჯორჯიის სოფლად, ახალ რომანს ჰქონდა რომანტიული სიუჟეტი, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც უხერხული და არარეალური.[5]
მას შემდეგ, რაც მისი მეორე ქმარი გარდაიცვალა, მილერი გადავიდა მთის შორეულ სახლში. მისი სახლი აღწერილი იყო, როგორც „ისე შორს, რომ ვიზიტორებს უწევდათ ძროხების საძოვრის და კარიბჭეების ლაბირინთის გავლა“.[6] მომდევნო ათწლეულებში მილერმა განაგრძო წერა, დაასრულა რამდენიმე ხელნაწერი. მაგრამ მას არასოდეს უცდია მათი გამოქვეყნება. უმეტესწილად, იგი ცხოვრობდა მშვიდი, ჩაკეტილი ცხოვრებით ჩრდილოეთ კაროლინას დასავლეთში, სოფლის სახლში.[5][6]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
რედაქტირება1992 წლის 12 ივლისს მილერი გარდაიცვალა ვეინსვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში, 88 წლის ასაკში. დაკრძალულია გრინ ჰილის სასაფლაოზე.[4] მას დარჩა ქალიშვილი და ოთხი ვაჟიდან სამი.[4][9] მისმა პირველმა რომანმა დაიბრუნა პოპულარობა მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც Peachtree-ს გამომცემლობამ (ატლანტა) ხელახლა დაბეჭდა Lamb in His Bosom ისტორიკოს ელიზაბეტ ფოქს-ჯენოვესის ახალი სიტყვით. მილერის განმარტებით, მან მიაღწია რომანისტისთვის მინიჭებულ უდიდეს ჯილდოს: „იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ის თავის საუკეთესო ნაწილს უკან დატოვებდა“. [5]
მილერს პატივი მიაგეს, როდესაც ჯორჯიის მწერალთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1991 წელს ქალაქ ბაქსლიმ ქეროლ მილერის დღე შემოიღო.[8]
შემოქმედება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაროლინა პაფორდ მილერი — Find a Grave-ზე
- Article by her niece დაარქივებული 2007-06-08 საიტზე Wayback Machine.
- First edition of Lamb in His Bosom
- Pulitzer Prize Winner Caroline Pafford Miller historical marker
- Stuart A. Rose Manuscript, Archives, and Rare Book Library, Emory University: Caroline Pafford Miller collection, 1903-1992
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Caroline Pafford Miller — 2010.
- ↑ 2.0 2.1 FemBio database
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 „Georgia's First Pulitzer Prize Winner for Fiction Dies“. Asheville Citizen-Times. July 14, 1992. ციტირების თარიღი: February 15, 2020.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 Carey O. Shellman. (October 5, 2019) Caroline Miller (1903-1992). New Georgia Encyclopedia. ციტირების თარიღი: February 15, 2020
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Caroline Pafford Miller. Georgia Women of Achievement (2016). ციტირების თარიღი: February 15, 2020
- ↑ The Pandora. 1919 Graduating Law Class - University of Georgia (1919). ციტირების თარიღი: February 17, 2020
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Hall of Fame Honorees - Caroline Miller. Georgia Writers Hall of Fame - University of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2021. ციტირების თარიღი: February 15, 2020"Hall of Fame Honorees - Caroline Miller" დაარქივებული 2021-06-13 საიტზე Wayback Machine. . Georgia Writers Hall of Fame - University of Georgia. Retrieved February 15, 2020.
- ↑ 9.0 9.1 9.2 „Caroline Miller Dead; A Pulitzer Winner, 88“. The New York Times. July 15, 1992. ციტირების თარიღი: February 17, 2020.
- ↑ Joseph M. Flora (September 1, 1980). Southern Writers: A New Biographical Dictionary. LSU Press. Joseph M. Flora; Amber Vogel (September 1, 1980). Southern Writers: A New Biographical Dictionary. LSU Press. p. 306. ISBN 978-0-8071-0390-6.