კარმენ კალვო
კარმენ კალვო (ესპ. Carmen Calvo Poyato; დ. 9 ივნისი, 1957, კაბრა) — ესპანელი პოლიტიკოსი. ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი. 2018 წლის 7 ივნისიდან ესპანეთის ვიცე-პრემიერი პედრო სანჩესის პირველ და მეორე კაბინეტში. სანჩესის მეორე კაბინეტში 2020 წლის 13 იანვრიდან უკავია მინისტრთა კაბინეტისა და გენერალური კორტესების საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო სანჩესის პირველ კაბინეტში 2018-2020 წლებში იყო თანასწორობის მინისტრი. 2004-2007 წლებში ეკავა ესპანეთის კულტურის მინისტრის თანამდებობა ხოსე ლუის საპატეროს მთავრობაში.
კარმენ კალვო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ივნისი, 1957[1] (67 წლის) |
დაბადების ადგილი | კაბრა |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
განათლება | სევილიის უნივერსიტეტი და კორდობის უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | José Luis Casas Sánchez[2] და Manuel Pérez Yruela[2] |
ჯილდოები | კარლოს III-ის ორდენის დიდი ჯვარი[3] |
2020 წლის 22 მარტს მწვავე რესპირატორული დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში და განმეორებითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Diputados/BusqForm?_piref73_1333155_73_1333154_1333154.next_page=/wc/fichaDiputado?idDiputado=155&idLegislatura=13
- ↑ 2.0 2.1 https://www.eldebate.com/gente/20240215/carmen-calvo-intimidad-amores-forma-entender-matrimonio_174389.html
- ↑ Real Decreto 1078/2007, de 27 de julio, por el que se concede la Gran Cruz de la Real y Distinguida Orden Española de Carlos III a doña Carmen Calvo Poyato. // Boletín oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 2007. — ISSN 0212-033X
- ↑ ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა