კარლ ორტვინ ზაუერი
კარლ ორტვინ ზაუერი (ინგლ. Carl Ortwin Sauer; დ. 24 დეკემბერი, 1889 — გ. 18 ივლისი, 1975) — ამერიკელი გეოგრაფი. თანამედროვე კულტურული გეოგრაფიის ფუძემდებელი. 1940-1941 წლებში ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის დოქტორი. 1915-1923 წლებში მოღვაწეობდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, 1923-1957 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი, ხოლო 1957 წლიდან გარდაცვალებამდე იმავე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. იკვლევდა უდაბნოების, ტროპიკული არეალების, ამერიკელი ინდიელების საზოგადოებრივი გეოგრაფიის, აგრიკულტურისა და ახალი მსოფლიოს ადგილობრივი მარცვლოვანი კულტურების საკითხებს. მისთვის გეოგრაფია იყო კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, რადგან დედამიწამ, მისმა რესურსებმა, და გარემომ ღრმად განიცადა კაცობრიობის გავლენა. მრავალმხრივი მეცნიერი იყო. 1925 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ლანდშაფტის მორფოლოგია“, სადაც შემოღებული იყო „კულტურული ლანდშაფტის“ გაგება. არაერთი წიგნის, მონოგრაფიის და სტატიის ავტორია.
კარლ ორტვინ ზაუერი | |
---|---|
ინგლ. Carl O. Sauer | |
დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1889[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | უორენტონი[5] [4] |
გარდ. თარიღი | 18 ივლისი, 1975[1] [2] [3] [4] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერკლი[4] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოგრაფი და პედაგოგი |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[5] და მიჩიგანის უნივერსიტეტი[5] |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი[5] , ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი[5] და Central Wesleyan College[5] |
შვილ(ებ)ი | Jonathan Deininger Sauer[6] |
ნათესავ(ებ)ი | Margaret FitzSimmons[7] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[5] , ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, ვეგას მედალი, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სახელობის მედალი და ვიქტორიას მედალი |
გავლენა მოახდინეს | |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარლ ორტვინ ზაუერი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- კარლ ორტვინ ზაუერი — ბიოგრაფია (ინგლისური)
- კარლ ორტვინ ზაუერი — ბიოგრაფია დაარქივებული 2006-02-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 https://www.jstor.org/stable/213317
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 https://www.gf.org/fellows/all-fellows/carl-o-sauer/
- ↑ Jonathan D. Sauer (1918-2008): Perspectives on his Life and Work in Latin America and Beyond — University of Texas Press. — ISSN 1548-5811; 1545-2476 — doi:10.1353/LAG.0.0030
- ↑ https://news.ucsc.edu/2023/04/fitzsimmons-in-memoriam.html