კარლ აბრაჰამი (გერმ. Karl Abraham; დ. 3 მაისი, 1877, ბრემენი, გერმანია, — გ. 25 დეკემბერი, 1925, ბერლინი) — გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ზიგმუნდ ფროიდის მიმდევარი და თანამშრომელი.

კარლ აბრაჰამი

დაიბადა ებრაულ ოჯახში. 1910 წელს მონაწილეობდა ფროიდის მიერ საერთაშორისო ფსიქოანალიზური ინსტიტუტის პირველი ფილიალის დაარსებაში. აბრაჰამი იყო ბიპოლარული აშლილობის (მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი) ფსიქოანალიზური მკურნალობის პიონერი. სწავლობდა ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებასა და ფსიქიკური აშლილობების განვითარებაში ბავშვის სექსუალობის როლს. აბრაჰამი თვლიდა, რომ სქესობრივი ლტოლვა ვითარდება ექვს სტადიად, ხოლო განვითარების შეწყვეტა რომელიმე ადრეულ სტადიაზე იწვევს ფიქსაციას ამ დონეზე და, შემდგომში, მენტალურ დარღვევებს. აბრაჰამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია „ლიბიდოს განვითარების მოკლე ნარკვევი“ (1924).

ლიტერატურა

რედაქტირება