ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარლოს სოლერ ბარაგანი (დ. 2 იანვარი, 1997) — ესპანელი ფეხბურთელი, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.

კარლოს სოლერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლოს სოლერ ბარაგანი
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1997 (1997-01-02) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ვალენსია, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პარი სენ-ჟერმენი
ნომერი 28
ახალგაზრდული კარიერა
2001–2005 ბონრეპოსი
2005–2015 ვალენსია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2016 ვალენსია B 39 (3)
2016–2022 ვალენსია 182 (31)
2022– პარი სენ-ჟერმენი 37 (4)
ეროვნული ნაკრები
2016 ესპანეთი 19 წლ. 3 (0)
2017–2019 ესპანეთი 21 წლ. 20 (4)
2021 ესპანეთი ოლიმპიური 7 (1)
2021– ესპანეთი 14 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სოლარმა კარიერა ესპანურ „ვალენსიაში“ დაიწყო, რომლის რიგებშიც 226 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 2019 წელს კოპა დელ რეის მოგება მოახერხა. 2022 წელს სოლერი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა სადაც სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის მოგება მოახერხა.

სოლერმა ესპანეთის ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 2021 წლიდან კი ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრია და ითამაშა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლოს_სოლერი“-დან