კარის წინ მჯდომარე ჟანა ებიუტერნი
„კარის წინ მჯდომარე ჟანა ებიუტერნი“ (იტალ. Jeanne Hébuterne davanti ad una porta) — იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ნახატი, შესრულებული 1919 წელს. შეიქმნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. სურათზე გამოსახულია ამედეო მოდილიანის ჩვეული მოდელი და მისი არაოფიციალური მეუღლე ჟანა ებიუტერნი. იგი პარიზის კერძო კოლექციის ნაწილია.
კარის წინ მჯდომარე ჟანა ებიუტერნი | |
---|---|
Jeanne Hébuterne davanti ad una porta | |
ავტორი | ამედეო მოდილიანი |
წელი | 1919 |
კატალოგი | 335 |
ტიპი | ზეთით ფერწერა |
სიმაღლე | 92 |
სიგანე | 60 |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | პარიზის კერძო კოლექცია |