კართსოფლის ეკლესია
კართსოფლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, დგას კართსოფლის ცენტრში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,1x5,5 მ). წაგრძელებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, ნაგებია ფიქლით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, არქიტრავიანი კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია.
ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით ორივე კუთხე მომრგვალებული აქვს. განსაკუთრებით ზედა ნაწილში. ასეთივეა ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხეც. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი. რომელიც ინტერიერისკენ ოდნავ ფართოვდება.
სარკმლის რაფა საფეხუროვანია, დასავლეთ კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. კედლის გასწვრივ, ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხესთან, ქვის დაბალი სკამია. ეკლესიას მიწის იატაკი აქვს. სამხრეთის ფასადზე.
კარის თავზე, მომცრო ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე ნიში ამავე ფასადის აღმოსავლეთ ნაწილშიდაცაა. ამის გარდა, აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, მიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე თითო სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. სახურავი ორფერადაა. გადახურულია ფიქლის მოზრდილი ფილებით. სახურავის კეხი ეკლესიის სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზე მდებარეობს, რაც იშვიათია.
ეკლესიას შემოვლებული აქვს ხუთკუთხა მოხაზულობის დაბალი (სიმაღლე — 0,7 მ) გალავანი, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 460.