არელ კრაფტი ( ჩეხ. Karel Kraft ; დ. 24 თებერვალი , 1926 ― გ. 11 იანვარი, 2015 ) ― ჩეხი ესპერანტისტი, ესპერანტო ლექსიკონის შემდგენელი, მასწავლებელი, CEA-ს საპატიო წევრი.[1]

კარელ კრაფტი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1926
პრშიბრამი, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 2015 (88 წლის)
ჩეხეთი
მოქალაქეობა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
პროფესია პედაგოგი, ესპერანტისტი
ჯილდოები ჩეხეთის ესპერანტოს საზოგადოების საპატიო წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1926 წლის 24 თებერვალს ქალაქ პრიბრამში როდესაც პრიბრამის საშუალო სკოლაში სწავლობდა, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. გერმანიის პროტექტორატის მიერ დადგენილი გერმანული ენის სავალდებულო შესწავლის საწინააღმდეგოდ, მან დამოუკიდებლად ისწავლა ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები. ეს უკანასკნელი მან გერმანული საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულ რუსი პატიმარისგან აითვისა, რომელიც მასთან იმალებოდა სახლში.

ომის დასრულებამდე საბაკალავრო გამოცდისთვის მომზადების ნაცვლად იძულებული იყო გერმანელებისთვის ემუშავა. უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ ომის შემდეგ შეძლო და გახდა აღმზრდელი. 1948 წელს ის მეთვალყურეობდა ომით დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას პეკ პოდ სნეზკუში. აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რომელიც საოჯახო სკოლის დამთავრების შემდეგ იქ მზარეულად მუშაობდა.

1948 წლის ბოლოს გაიწვიეს ორწლიან სამხედრო სამსახურში. ჯარის შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად გრჟიმიერჟდიცეში. 1951 წელს იგი ჩავიდა როსოვიცეში სკოლის დირექტორის რანგში, სადაც 1952 წელს მას ვაჟი შეეძინა. 1953 წლიდან ასწავლიდა ჟუპანიცეში ერთკლასიან სკოლაში 1955 წლის წყალდიდობამდე. 1957 წელს მან იყიდა მიწის ნაკვეთი და დაიწყო ქოხის მშენებლობა, რომელიც მოგვიანებით სახლად გადააკეთა და დასახლდა 1970-იან წლებში.

სლაპის ტბის დატბორვის შემდეგ კარელ კრაფტი გადაიყვანეს დირექტორად ობორჟიშტეში, სადაც შეეძინა ქალიშვილი ჰანა. მან დისტანციურად დაიწყო ფსიქოპედიის შესწავლა, რომელსაც ახლა სპეციალურ პედაგოგიკას უწოდებენ და მასწავლებლად გადაიყვანეს ობორჟიშტეს ხელახალი გადამზადების ცენტრში.

ცხოვრებისეული პოზიციისა და პედაგოგიური საქმიანობის გამო, მან ვერ მიიღო ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების მხარდაჭერა, რის გამოც გაემგზავრა დობრჟიშჩის სკოლაში მასწავლებლად. აქ მან განაგრძო სკაუტური მოდელის მიხედვით ექსკურსიების ორგანიზება, თუმცა ხელისუფლებამ მისი საქმიანობა შეაჩერა.

28 ნოემბერს იგი გაათავისუფლეს დობრჟიშეს დაწყებითი სკოლიდან 1968 წლის აგვისტოში ვარშავის პაქტის თანახმად, ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

ამის შემდეგ იგი მუშაობდა დამხმარედ ურანის მაღაროში პჟიბრამში, შემდეგ მუშაობდა ჟელივკას წყალქვეშა არხის მშენებლობაზე დრეგერად. მოგვიანებით მუშაობდა მძღოლად ელექტროგამანაწილებელი კომპანიის საავტომობილო განყოფილებაში.

სკოლაში დაბრუნება მხოლოდ 1989 წლის შემოდგომაზე, ზუსტად იმავე დღეს 20 წლის შემდეგ შეძლო.[2]

ესპერანტოს მოძრაობა

რედაქტირება

კარლ კრაფტი 1949 წლიდან აქტიურად ჩაერთო ესპერანტოს შესწავლისა და პოპულარიზაციის მოძრაობაში. მონაწილეობდა ესპერანტოს კლუბების შექმნაში დორბჟიშჩეში 1957 წელს და პრიბრამში 1961 წელს.

მან მოაწყო ესპერანტოს შემსწავლელთა საზაფხულო ბანაკი ზუპანოვიცეში 1958 წელს. იყო საგამოცდო კომიტეტის წევრი, ესპერანტოს ახალი ლექსიკონების — ჩეხური და ჩეხურ-ესპერანტოს ავტორი. 20 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა უსინათლო ესპერანტისტებს საბჭოთა კავშირში . კრაფტმა მათთან კომუნიკაციისთვის ბრაილის შრიფტი გამოიყენა.

თავის წიგნში „სიყვარულის გმირი“ კარლ კრაფტმა აღწერა პრჟემისლ პიტერის ცხოვრება, რომელიც ზრუნავდა ობლებზე და ერთად ზრდიდა მათ ჩეხურ, ებრაულ და გერმანულ ენებზე ომის შემდგომ ჩეხოსლოვაკიაში.

ეწეოდა ჰუმანიტარულ საქმიანობას. უყვარდა ინდუიზმი და სხვა აღმოსავლური ფილოსოფია, რის შედეგადაც გახდა ვეგეტარიანელი.

კრაფტი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგული დარჩა ესპერანტოს მოძრაობის მიმართ. მას მიუძღვნა თავისი ენერგია და დრო. მიმოწერა ჰქონდა ესპერანტისტ მეგობრებთან მთელი მსოფლიოდან.

ესპერანტოზე წერდა პოლონური რადიოს მაუწყებლებისთვის და იაპონური გაზეთებისთვის.[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Slovník esperantsko-český - ესპერანტო-ჩეხური ლექსიკონი (მ. მალოვეცთან ერთად, 1995 წ.)
  • Slovník česko-esperantský - ჩეხურ-ესპერანტო ლექსიკონი (1998) [4]
  • სიყვარულის გმირი (2005)
  1. Evidence zájmových osob StB (EZO)
  2. Czech National Authority Database. (Hozzáférés: 2019. november 23.)
  3. Zemřel Karel Kraft (ჩეხ.). esperanto.cz. (Hozzáférés: 2022. május 25.)
  4. Česko-esperantský slovník~Vortaro ĉeĥa-esperanta