კარდანახის ელიას ეკლესია
კარდანახის ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის საღირაულებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთ კედელი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე მთლიანად დანგრეულია: აღმოსავლეთ კედელი შუაში მთელ სიმაღლეზეა განგრეული. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს. ეკლესიას შსასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით კუთხეებში ოდნავ მომრგვალებული საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან მხრებით არ არის გამოყოფილი. საკურთხეველში და სამხრეთ კედელშო თითო ოთხკუთხა ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 164.