კარგი ნიშნები (რომანი)

„კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებები“მსოფლიო ფანტასტიკის პრემიაზე ნომინირებული რომანი,[1] რომელიც ინგლისელი ავტორების ტერი პრეჩეტისა და ნილ გეიმანის ერთობლივი ნაწარმოებია. გამოქვეყნდა 1990 წელს.

წიგნი იუმორისტულ-სატირული ჟანრისაა. მოგვითხრობს სატანის შვილის დაბადებაზე, აპოკალიფსის ოთხ მხედარსა და სამყაროს აღსასრულის ჟამზე, რომლის დადგომის ჩაშლასაც ინგლისის კომფორტულ გარემოს შეჩვეული ანგელოზი აზირაფელი და დემონი კროული ეცდებიან.

სიუჟეტის ერთ-ერთი ხაზის მიხედვით, პატარა სოფლის საავადმყოფოში ახალდაბადებულები აერევათ, რის შედეგადაც ანტიქრისტე სახელად ადამი არასწორ ოჯახში იზრდება.

რომანის დასაწყისი რედაქტირება

გეიმანი და პრეჩეტი ერთმანეთს 1985 წლიდან იცნობდნენ, ამიტომ რომანზე ერთობლივად მუშაობა მათივე იდეა იყო და არა მათი გამომცემლის.[2] გეიმანის თქმით, მან თავდაპირველად წიგნი რიჩმალ კრომპტონის „ანტიქრისტე სახელად უილიამის“ პაროდიის სახით დაიწყო, მაგრამ თანდათანობით ეს იდეას უფრო მაშტაბურ ჩანაფიქრად გადაიქცა.[3]

სატელევიზიო პრემიერა რედაქტირება

2016 წლის აპრილში გეიმანმა განაცხადა, რომ პრეჩეტის თხოვნით (გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე), წერდა სცენარს სატელევიზიო სერიალისთვის[4].

კარგი ნიშნების პრემიერა Amazon Prime Video-ზე, 2019 წლის 31 მაისს შედგა.[5] ამ ექვსეპიზოდიან მინისერიალში მთავარ როლებს ასრულებენ დევიდ ტენანტი, მაიკლ შინი, ჯონ ჰემი და ფრენსის მაკდორმენდი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1991 Award Winners & Nominees.
  2. Breebaart, Leo. Words from the Master. lspace.org. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2018.
  3. An afterword to the book; e.g., in the Harper paperback edition, ISBN 0-06-085397-2, p. 377.
  4. Cain, Sian (15 April 2016). „Good Omens: Neil Gaiman to adapt Terry Pratchett collaboration for TV“. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 October 2018.
  5. White, Peter. (13 თებერვალი, 2019) ‘Good Omens’ To Launch On Amazon Prime Video On May 31 – TCA (ინგლისური). deadline.com. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2019.