კარასპასოვის სახლი

კარასპასოვის სახლი (რუს. Дом Караспасова) — ძველი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლი აგებულია 1818-1819 წლებში.

კარასპასოვის სახლი
რუს. Дом Караспасова
კოორდინატები 47°12′39″N 38°55′47″E / 47.210833° ჩ. გ. 38.929722° ა. გ. / 47.210833; 38.929722
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1818-1819
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101173000

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 18.

კარასპასოვის სახლი აგებულია 1818-1819 წლებში.

1860-იან წლებში სახლი ეკუთვნოდა ნეჟინელ ბერძენს, ვაჭარ მიხეილ კარასპასოვს[1]. 1880-იან წლებში სახლი შეიძინა თურქეთის მოქალაქე ბერძენმა პანაგის კონსტატინიდისმა, რომლის კუთვნილებაშიც დარჩა 1910 წლამდე[1]. კონსტატინიდისი დაიღუპა 1917 წლის იანვარში[1].

სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო იოსებ რეცკერი, ენერგიული და საქმიანი მეწარმე[1], ცნობილი ლინგვისტის იაკობ რეცკერის მამა.

კარასპასოვის სახლი მემორიალურია, რადგან დაკავშირებულია მწერალ ანტონ ჩეხოვის მოღვაწეობასთან.

ჩეხოვის ფლიგელი

რედაქტირება
 
„ჩეხოვის ფლიგელი“, 2012 წ.

კარასპასოვის სახლის ეზოს სიღრმეში დგას ფლიგელი, რომელშიც 1870-იან წლებში ცხოვრობდა კარასპასოვის ქალიშვილი მეუღლესთან ერთად[2]. ფლიგელში ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდები (მათ შორის ანტონ ჩეხოვი) და როგორც წესი საუბრობდნენ თეატრის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს რამდენიმე სტუმარს შორის დაიბადა იდეა აეშენებინათ მოყვარულთა თეატრი. იდეა ენთუზიაზმით აიტაცეს. გადაწყდა, რომ ამ მიზნით გამოეყენებინათ სახლის უკანა ეზო. პირველი სპექტაკლი იყო „მეეტლე, ანუ ჰუსარის ოფიცრის ანცობა“. როლები ამ პიესისათვის შემდეგნაირად გადანაწილდა: ჰუსარის ოფიცრის როლს ასრულებდა მასპინძლის ერთ-ერთი მეგობარი, სადგურის მეთვალყურეს — ალექსანდრე ჩეხოვი, ეკლესიაში გადასახადების ამკრეფს — ა. იაკოვლევი, მეთვალყურის გოგოს — მისი ცოლი, ახალგაზრდა მეეტლეს — ანდრეი დროსი და მოხუცის როლს — ანტონ ჩეხოვი.

2004 წელს ფლიგელის მახლობლად ამოთხარეს უზარმაზარი ორმო, სადაც ტაგანროგის საკონდიტრო ფაბრიკის ადგილზე აშენებდნენ „ევროპული კვარტლის“ სავაჭრო ცენტრს[3][4]. 2013 წლის 22 ივლისს ევროპული კვარტლის ორმო ჩაინგრა და მასში ჩავარდა ფლიგელის კედელიც[5][6][7][8]. 2014 წლის აპრილში ორმო ხელახლა ჩაინგრა[9][10].

ცნობილი მაცხოვრებლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Гаврюшкин О. П. Мари Вальяно и другие (Хроника обывательской жизни). — Таганрог: МИКМ, 2001. — 544 с.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Дросси А. Юные годы А. П. Чехова // Из школьных лет Антона Чехова / Сост. Н. Роскина — М.: Издательство Детской литературы, 1962. — С. 51-55.
  3. Собств. корр. Девять лет для котлована — срок…[მკვდარი ბმული] // Таганрогская правда. — 2013. — 25 июля.
  4. Собств. корр. В Таганроге признали незаконным строительство целого квартала // bloknot-taganrog.ru. — 2013. — 5 июля.
  5. Сдатчикова И. Стройка в центре запрещена // Таганрогская правда. — 2013. — 25 июля.
  6. Собств. корр. Из-за незаконного строительства в центре Таганрога в котлован рухнула стена дома // bloknot-taganrog.ru. — 2013. — 22 июля.
  7. Несын Е. В Таганроге обрушилась стена строящегося дома // Комсомольская правда. — 2013. — 24 июля.
  8. Собств. корр. В Таганроге на строительстве «европейского квартала» обрушилась стена დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. // Русская планета. — 2013. — 22 июля.
  9. Собств. корр. «Чеховский флигель» сползает в котлован таганрогской новостройки დაარქივებული 2014-04-08 საიტზე Wayback Machine. // На самом деле. — 2014. — 31 марта.
  10. Сизов И. Квартал с котлованом დაარქივებული 2014-07-01 საიტზე Wayback Machine. // Русская планета. — 3014. — 4 апр.
  11. Киричек М. С. Дросси Андрей Дмитриевич // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 330. — ISBN 978-5-88040-064-5.