კაპრიჩიო №24 (პაგანინი)
(გადამისამართდა გვერდიდან კაპრიზი №24 (პაგანინი))
კაპრიჩიო №24 ლა მინორში, ოპ.1 — ნიკოლო პაგანინის სოლო ვიოლინოსათვის დაწერილი ცნობილი 24 კაპრიჩიოს ფინალი. ეს ნაწარმოები ითვლება ერთ-ერთ ურთულეს ნაწარმოებად ვიოლინოსათვის. შეიცავს უსწრაფეს არპეჯიოსა და პიციკატოს, ასევე დაბალი ოქტავიდან მაღალ ოქტავამდე სწრაფად გადასვლას.
თემაზე დაწერილი ვარიაციები
რედაქტირება- რობერტ შუმანი — Études d'après les Caprices de Paganini (1832)
- რობერტ შუმანი — Six Études de concert sur les Caprices de Paganini (1833)
- ლეოპოლდ აუერი — დაუმატა ფორტეპიანოს აკომპონიმენტი
- ალისონ ბალსომი — ჩაწერა თავისი დაკრული ნაწარმოები, არანჟირებული საყვირისათვის
- ჯეიმზ ბარნესი — „ფანტაზია ვარიაცია ნიკოლო პაგანინის თემაზე“. არანჟირებულია სასულე ორკესტრისათვის
- ბორის ბლაჩერი — „ვარიაცია პაგანინის თემაზე“ (1947) ორკესტრისათვის
- იოჰანეს ბრამსი — „ვარიაცია პაგანინის თემაზე“ ოპ.35 (1862-63) სოლო ფორტეპიანოსთვის (2 წიგნი)
- ჰანს ბოტერმუნდი — „ვარიაცია პაგანინის თემაზე“
- ელიოტ ფისკი — გაუკეთა არანჟირება გიტარაზე
- იგნაც ფრიდმანი — პაგანინის თემის შესწავლა ოპ.47 (1914)
- ბენი გუდმანი — XXIV კაპრიჩიო
- ვიქტორ ლაბუნსკი — „ოთხი ვარიაცია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის
- ფერენც ლისტი — Grande Fantaisie de bravoure sur La Clochette სოლო ფორტეპიანოსათვის S.420 (1832-4)
- ფერენც ლისტი — მეექვსე და ბოლო ნაწარმოები Études d'exécution transcendante d'après Paganini-იდან სოლო ფორტეპიანოსათვის S.140 (1838)
- ფერენც ლისტი — (S.140/6) Six Grandes Études de Paganini
- ფერენც ლისტი — Grand Fantaisie (ვარიაციები) sur des thèmes de Paganini სოლო ფორტეპიანოსათვის, S.700
- ენდრიუ ლოიდ უებერი — „ვარიაციები“ (1977) დაწერილი ჩელოსა და როკ ჯგუფისათვის, მოგვიანებით არანჟირებული ჩელოსა და ორკესტრისათვის
- ვიტოლდ ლუტოსლავსკი — „ვარიაციები პაგანინის თემაზე“ (1940-41) ორი ფორტეპიანოსათვის. 1978 შექმნა ვერსია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის
- ნატან მილშტეინი — „პაგანინიანა“ 24 კაპრიჩიოს ვარიაციები სხვა კაპრიჩიოების დახმარებით
- რობერტ მუძინსკი — „ვარიაციები“ ოპ.48
- პაველ ნეჩეპარენკო — „ვარიაციები პაგანინის თემაზე“ ბალალაიკისათვის
- სერგეი რახმანინოვი — „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ოპ.43 (1934) 24 ვარიაცია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის
- სტანისლავ სკოვაჩევსკი — „კონჩერტო ნიკოლო“ ფორტეპიანოსა (მარცხენა ხელი) და ორკესტისათვის
- კაროლ შიმანოვსკი — „სამი კაპრიზი პაგანინის თემაზე“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1918)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაპრიჩიო №24 იაშა ხეფეცის შესრულებით YouTube-ზე.